• რეკლამა
  • კონტაქტი
17:53, ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალიან საინტერესო ვითარებაა ხერსონთან… კარგი ამბები მოდის ხარკივიდან” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
03:16 04-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
465
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: 
“28 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
– უკრაინულმა წინააღმდეგობის მოძრაობამ (პატრიზანებმა) მელიტოპოლის რაიონში რკინიგზის ხაზები და ხიდი ააფეთქეს, რამაც ყირიმიდან წამოსული რუსული სამხედრო ტვირთები მოწყვიტა აღმოსავლეთ უკრაინაში მდგარ რუსულ ნაწილებს. მსგავსი სიტუაციაა ხერსონისაკენ მიმავალ გზაზეც. უკრაინელები რუსულ ტვირთებს ესხმიან თავს, ანადგურებენ საკვანძო ხიდებს და ქმნიან წინაღობებს. პარტიზანული ომი კიდევ ერთი რამაა, რისთვისაც რუსები მზად ვერ იქნებიან. მათ ძალიან გაუჭირდათ პატარა ჩეჩნეთში ლოჯისტიკური ქსელის არსებობის პირობებშიც კი, ხოლო დიდ უკრაინაში მომარაგების პრობლემებთან ერთად მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
– ძალიან საინტერესო ვითარებაა ხერსონთან. როგორც რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ, რუსებმა ამ მიმართულებით დიდ ძალებს მოუყარეს თავი. დღეს მათი მხრიდან მიკოლაივის რაიონისაკენ გაჭრის მცდელობა იყო – თუმცა სრულიად უშედეგოდ. მეორეს მხრივ უკრაინულმა ნაწილებმა სცადეს უშალოდ ხერსონისაკენ გაწევა. მიმდინარეობდა საარტილერიო დუელიც. უკრაინულ იერიშს რუსული სამხედრო ტექნიკისა და იარაღის დიდი საწყობის განადგურება მოჰყვა, მაგრამ ვერც მათ წაიწიეს ხერსონის მიმართულებით წინ.
– კარგი ამბები მოდის ხარკივიდან. ქალაქის შემოგარენში რუსული საცეცხლე პოზიციების განადგურება გრძელდება. ამჟამად მათ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი რუსკი ლოზოვა გაათავისუფლეს. იგი (და მის თავზე არსებული ბორცვები) ქალაქ ხარკივს გადაჰყურებს და საარტილერიო საშუალებების პოზიციებს ქმნიდა. ამჟამად ეს ყველაფერი განადგურებულია. მაგრამ აღნიშნული დასახლების დაკავებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს – იგი რუსეთისაკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარეობს.
– რუსული დაბომბვები გრძელდება მარიუპოლში აზოვსტალის მიმართულები. ნგრევის შედეგად არიან დაჭრილები და დაშავებულები. რუსები მცირე დანაყოფებით ცდილობენ უშალოდ ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას, მაგრამ აბსოლუტურად უშედეგოდ.
– რუსებმა დაბომბეს კიევი და კიევის რაიონში რამდენიმე დასახლებული პუნქტი. ეს მაშინ, როდესაც გაეროს გენერალური მდივანი და ბულგარეთის მთავრობის მეთაური ადგილზე იმყოფებიან. ესაა სიგნალი რუსეთის მხრიდან, რომ მისთვის არანაირი საერთაშორისო ორგანიზაცია, არანაირი ფასეულობა, არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა არ წარმოადგენს ყურადსაღებ ძალას. კრემლისათვის მხოლოდ ერთი ენაა გასაგები და ეს ენა ხისტ ძალაზე გადის.
– არის ასეთი პიროვნება იგორ გირკინ-სტრელკოვი. უკრაინელები მას ტერორისტის სტატუსით ეძებენ. ის დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის სამხედრო ძალებსაც მეთაურობდა 2014 წელს. მანამდე არაერთ რუსულ ავანტიურაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მაგრამ დღეს იგი სხვა რამის გამო გვაინტერესებს. მან კიევზე შეტევისას აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო მანქანა ჩავარდებოდა. და ასეც მოხდა. მიზეზები, რომელიც მაშინ მან დაასახელა პრაქტიკულად ზუსტად ასახავდა იმ ქაოსს, რომელიც იქ ხდებოდა. აი დღევანდელი ანალიზი კი კიდევ უფრო საინტერესოა, მით უფრო რომ რუსულ-სეპარატისტული ჭრილიდან უყურებს ამ ყველაფერს. იგი აცხადებს, რომ ხარკივისა და ლუგანსკის მიმართულებიდან დონეცკისაკენ რუსები ძალიან დიდი დანაკარგებით მიიწევენ წინ და მაშინ, როდესაც უკრაინელები ახერხებენ ენერგიული წინააღმდეგობის გაწევას და ადგილ-ადგილ ორგანიზებულ უკან დახევას, რუსები ვერცერთი მიმართულებით ვერ არღვევენ ფრონტის მცირედით მოძრავ ხაზს. მისი განმარტებით, თუკი დიდი გარკვევა სადღაც არ მოხდა, რუსები უბრალოდ გამოიფიტებიან.
ზოგადად, ამ მოვლენების ფონზე გირკინი რუსეთის გამარჯვებას არ წინასწარმეტყველებს, მით უფრო, რომ დონბასის დიდი ქალაქების უმრავლესობა კვლავ უკრაინელთა ხელშია და რუსებს ურბანული ბრძოლის შესაძლებლობა უბრალოდ აღარ აქვთ.
– აქვე შემოდის “გარდიანის” (ბრიტანული ჟურნალი) ანალიზი, რომლის თანახმადაც თითოეული დღე, რომელსაც უკრაინა უძლებს – ასუსტებს რუსეთს. უკრაინელები დროს იგებენ, ამთავრებენ მობილიზაციასა და გადაჯგუფებას, ხოლო დასავლური იარაღის ათვისების შემდეგ ემზადებიან დიდი კონტრშეტევისათვის, რომელიც ისეთივე ქაოსური ნამდვილად არ იქნება, როგორიც ახლა რუსულია.
– დასავლური შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე უკრაინაშია. მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორები და ზოგიერთი ტიპის არტილერია. მათი ათვისება და სწავლება დროს მოითხოვს, მაგრამ აშკარაა უკრაინული არტილერიის მუშაობა იხვეწება და უფრო და უფრო შორეული მანძილებიდან ხდება რუსული ძალების განადგურება. ეს კი მთლიანად ცვლის არსებულ რეალობას მიწაზე. რთული სათქმელია სად აპირებენ რუსები 9 მაისის აღლუმის გადახდას, რადგან უკრაინულ არტილერიას მალე ყველგან შეეძლება წვდომა.
– აშშ-ს პრეზიდენტმა 33 მილიარდის გამოყოფის მოთხოვნით მიმართა კონგრესს. ამ თანხიდან 20 მილიარდზე მეტი შეიარაღებას მოხმარდება, მეორე ნაწილი კი ფინანსური დახმარება იქნება. ამასობაში კონგრესი იღებს ლენდ-ლიზის აქტსაც, რაც უკრაინისათვის იმდენი შეიარაღების მიწოდების საშუალებას შექმნის, რაც ომის მოგებისათვის იქნება საჭირო.
ამ ფონზე ზოგიერთი რუსი პროპაგანდისტი იმასაც წერს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიტყუეს და ახლა ჭაობში ჩაფლესო. რეალურად კი ის ხდება, რომ რაც რუსეთმა დათესა თავის სამეზობლოში ახლა ამავეს იმკის იგი.”
თეგები: გიორგი კობერიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved