• რეკლამა
  • კონტაქტი
22:54, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალიან ძნელია კატასტროფის აღწერა. მაინც შევეცდები” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
21:19 06-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,566

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

ძალიან ძნელია კატასტროფის აღწერა.
მაინც შევეცდები.
ბევრს არ მოეწონება, მაგრამ რა ვქნა….
– – – – – – – – – – – – – – – –
წავიდა დაჭერები…..
ციხეში მიდის ყველა, ვინც კომისიაზე არ გამოცხადდა.
მათ შორის პოლიტიკოსები, გავლენიანი ბიზნეს-ჯგუფთა ლიდერები…….
თავდაპირველად უნდა ითქვას:
თუ ვინმეს ჰგონია, ამით ბიძინა ივანიშვილს მომხრეები მოაკლდება….. პირიქით – მოემატება!!
საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი, თანაც კონსოლიდირებული ნაწილი პოლიტიკას უყურებს, როგორც რომაულ „კოლოსსეოში“ გლადიატორთა ბრძოლას და ბოლოს მხარს უჭერს მას, ვინც მ ა გ ა რ ი ა მის თვალში.
ჰოდა „მაგარი“, მისი განუშორებელი აღქმით, ის კი არ არის ვისაც იჭერენ, არამედ ის, ვინც იჭერს!!
ამიტომ თუ ვინმე მეორე ილუზიით არის შეპრრობილი, რომ ციხეში წასვლა რენომესა და „არსებითობას“ შეჰმატებს „შუაშისტი“ „არავისტი“, „დაყურსული“ ამომრჩევლის (მაშასადამე არითმეტიკული უმრავლესობის!) თვალში, ძააააალიან შემცდარა.
საკუთარი ბაბლით სოციალური ემპათიის გაზომვა უდიდესი არაპროფესიონალიზმია.
ნორმალურ სოციუმში კი, ნამდვილად ასე იქნებოდა.
მაგრამ ქართულ საზოგადეობას, მთლიანობაში სხვა სოციალური მენტალობა აქვს (!!) და ამის გაუთვალისწინებლობა სერიოზული პოლიტიკოსების მხრიდან არათუ დანაშაული, არამედ ბევრად უარესი – კატასტროფული პოლიტიკური შეცდომაა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ზოგადად ქართულ ელიტებს იმთავითვე ახასიათებდათ და ახასიათებთ არასერიოზული, აბსოლუტურად არაადეკვატური მიდგომა „რეპრესიული აპარატის“ მიმართ.
ეს სალანძღავი ტერმინი არ არის: „რეპრესიული აპარატი“, ანუ პროკურატურა, შსს, სასამართლო და ა.შ ნებისმიერ სახელმწიფოში არსებობს და „გადაწყვეტილების მიმღები ბიუროკრატიის“, იგივე Deep state-ის (ესაა ნამდვილი „დიფ სტეიტი!“-დ.) უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
მეტაფორულად თუ ვიტყვით:
წარმოიდგინეთ, რომ არსებობს სუვერენი (ხელისუფალი), რომელსაც სურს დასაჯოს, დაგლიჯოს, ციხეში ჩასვას მისი პოლიტიკური მტერი – მის წინაშე მდგომი……
იმ სუვერენის გვერდით ქშენს „ვეფხვი“, – „რეპრესიული აპარატი“, – მაგრამ მას აქვს ასეთი თვისება: მხოლოდ წითელ ფერზე რეაგირებს.
სხვაგვარად არ ეცემა „მსხვერპლს“ და არ დაგლეჯს – როგორც არ უნდა სურდეს ეს სუვერენს.
როდესაც იმ „ვეფხვს“ ცხვირწინ „ჯინაზე“ აუფრიალებ „წითელ მაისურს“, – არ მიხვალ კომისიაზე, არ გადაიხდი გირაოს, სილას გააწნავ პოლიციის უფროსს და ა.შ და ა.შ….. აი მაშინ კი მოგვარდება , – როგორც კი „წითელს“ დაინახავს და საბაბს მისცემ.
თანაც მთელი ეს მარაზმი აბსოლუტურად გაუგებარი იქნება იმავე დასავლეთისთვის!!
გარწმუნებთ, მხრებს აიჩეჩენ (სხვათა შორის უკვე იჩეჩენ კიდეც თუ ყურადღებიოთ დააკვირდებით) და ჰკითხავენ:
„კი მაგრამ, რატომ აჭერინებთ თავს?“
„ძალით რატომ დააჭერინეთ თავი?!!!“
ევროპარლამენტართა ტლიკინს მეტისმეტ ყურადღებას ნუ აქცევთ: „აღმასრულებელი რგოლი“ რას აკეთებს ან რას გააკეთებს არსებითს – ესაა მთავარი.
არ არის ასე, რომ „რეპრესიულ აპარატს“ უბრალოდ უბრძანებ და რასაც უბრძანებ იმას გააკეთებს!
დიახაც პრიმიტიულია ამგვარი მიდგომა:
სტალინის დიქტატურის დროსაც კი, ინსტიტუცია მოქმედებდა მისი შინაგანი ლოგიკიდან გამომდინარე.
ასეთია სახელმწიფო აპარატის სუბსტანციური ბუნება.
აი ამ გარემოებათა გაუთვალისწინებლობა უბრალოდ წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობაა, რომელიც კი არ გააცოცხლებს, არამედ საბოლოოდ მოკლავს პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში.
ისევ და ისევ: თავს ნუ მოიტყუებთ: საქართველოში (!) „ციხე“ არათუ ზრდის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურის რენომეს მასის თვალში, არამედ ა მ ც ი რ ე ბ ს, რაკი აღიქმება, როგორც დამარცხება და „კაცის გაფუჭება“,
ოღონდ ეს კატასტროფული შეცდომა გამომდინრეობს მეორე, უკვე მთლად კოსმიური შეცდომიდან, რაც „მანდატების დაყრა“ იყო მაშინ, როცა ამგვარი თანაფარდობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პარლამენტში……. 1992 წლის შემდეგ აღარ ყოფილა!
„გახარია ხომ მივიდა კომისიაზეო და“……გახარია რომ მივიდა, იმ კომისიაში უმრავლესობაც „ოცნების“ იყო და თავმჯდომარის პოსტიც.
აი ოპოზიციას რომ მანდატები არ დაეყარა, იმ კომისიაში ნახევარი (მინიმუმ) ოპოზიცია იქნებოდა და კანონით კომისიის თავმჯდომარის პოსტიც ოპოზიციას ეკუთვნის საგამოძიებო კომისიაში.
ასე წერია კანონში შავით თეთრზე!!
თუმცა ასეთ შემთხვევაში, – ოპოზიციას რომ ეს იდიოტიზმი არ ჩაედინა და მანდატები არ დაეყარა, – „ოცნება“ ამ კომისიას საერთოდ არ შექმნიდა!!
კვლავ და კვლავ აბსოლუტურად გაუგებარი იმავე დასავლეთისთვის: ლუკაშენკოს ბელორუსთან და პუტინის რუსეთთან პარალელებით რომ „ამძლავრეთ თითი“, იქ ოპოზიციას მანდატების 40% აქვს პარლამენტში?!
თუმცა ამას (და „ამათ“) უკვე მართლა აღარაფერი ეშველება: ტრადიციულად „ქართული“ პოლიტიკური ელიტა იქცა საკუთარი ჩლუნგი რადიკალიზმის მსხვერპლად და შევიდა ტოტალური თვითგანადგურების რეჟიმში!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved