ყოფილი პოლიტპატიმარი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ეროვნული ინტერესების დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელი და უფლებადაცმველი გიორგი გაბედავა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება:
,,ყურადღებით უყურეთ ვიდეოს, ორი პატიმარი თავისუფლად მიჰყავთ საკნის კარამდე, ხელები თავისუფლად აქვთ და თავს ესხმიან თანამშრომელს. ეს რას ნიშნავს იცით? ვინც ციხე გამოვლილია ყველამ იცის რომ ამ ფაქტის გამო ასე თავისუფლად გადაადგილება შეეზღუდებათ სხვა პატიმრებს, ციხის რეჟიმი უფრო გამკაცრდება. ეს ხომ არის მავნებლობა? თან მანამდე გავრცელდა ადვოკატის განცხადება თითქოს სცემეს პატიმრები ხელკეტებით. თავიანთ თავს ხო გაუჩალიჩეს, ამის გამო სასჯელს დაუმატებენ ეს ერთი, სხვა პატიმრებს შეეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილება და რეჟიმი გამკაცრდება, სხვა პატიმრების ოჯახები რა დღეს ნახავდნენ სანამ ეს კადრები გასაჯაროვდებოდა ესეც ხომ წარმოგიდგენიათ! ძალიან ბინძური თამაში წამოიწყეს ფაქტია !
ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია პატიმრების ოჯახებმა ვისაც ურეკავენ პატიმრები გაავრცელონ ყველა სწორი ინფორმაცია, პენიტენციური სამსახური იყოს მობილიზებული და ნებისმიერ ინფორმაციაზე დადოს ფაქტები, და ყველაზე მთავარი, გამოიძიონ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან! მე როგორც უფლებადამცველი მზად ვარ ნებისმიერ დროს შევიდე ციხეებში და გავესაუბრო პატიმრებს, ნებისმიერი პრობლემა აღვწერო და გავაცნო საზოგადოებას. თუ ამის მზაობა იქნება პენიტენციური სამსახურის მხრიდან დღესვე მზად ვარ! დარმწუნებული ვარ სხვა უფლებადამცველებიც იგივე აზრზე ხართ! პატიმრების ოჯახებისგან თუ რაიმე პრობლემური საკითხი მოვა ჩემამდე აუცილებლად გავასაჯარივებ, ამ დრომდე მხოლოდ წუხილი მოდის მათგან იმ ფაქტზე, რომ
სხვისი მიზნების გამო ციხის რეჟიმი გამკაცრდება.”











კომენტარები