• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძალადობა, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – საიას საარჩევნო მონიტორინგი

ალია ავტორი - ალია
13:26 09-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

საია გრძელვადიანი საარჩევნო მონიტორინგის II შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის გამოცხადებამდე (ივლისი-აგვისტო) საიას გრძელვადიანი საარჩევნო მონიტორების მიერ იდენტიფიცირებულ შემთხვევებს/ტენდენციებს ასახავს, რომლებიც ნეგატიურად აისახება საარჩევნო გარემოზე.

მათ შორისაა:

  • პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და აგიტაციაში ხელის შეშლის შემთხვევები;
  • პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება;
  • ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენება, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული კონცერტებში მონაწილეობის მიზნით;
  • პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა და საჯარო ინფორმაციაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა;

ანგარიშის მიხედვით, საიამ უარყოფითად შეაფასა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენი წილისყრის პროცედურების ვადის ცვლილება.

 სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები და აგიტაციაში ხელშეშლა:

საანგარიშო პერიოდში საიამ აღრიცხა საარჩევნო კამპანიაში/აგიტაციაში ხელშეშლისა და ოპოზიციონერ ლიდერებზე თავდასხმის შემთხვევები. მსგავსი ქმედებები ზრდის პოლარიზაციის და კონფრონტაციის დონეს, რაც ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდზე და საფრთხეს უქმნის თავად არჩევნების დღის მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას.

თავდასხმა პარტია „ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელიაზე:

პარტია „ახლის” თანათავმჯდომარე ნიკა მელიას 11 აგვისტოს თავს დაესხნენ. ის სამტრედიაში ოფისის გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მას ახალგაზრდა მამაკაცმა სახის არეში ხელი დაარტყა და შეაგინა. მომხდარს ხმაური მოჰყვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი საბა ნიკოლეიშვილია, რომელიც, ადგილობრივების თქმით, „ქართული ოცნების” მხარდამჭერია.90 გამოძიება შესაბამისმა ორგანოებმა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.  2024 წლის 27 აგვისტოს საიამ შსს-ს მიმართა და ამ ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა. უწყების მიერ გამოგზავნილი პასუხის მიხედვით, ჯერჯერობით კონკრეტული პირის იდენტიფიკაცია არ მომხდარა, თუმცა, საქმეზე გამოძიება გრძელდება. საია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ საქმის დროული და მიუკერძოებელი გამოძიება, ვინაიდან მისი გაჭიანურება, შესაძლოა, ამგვარი ქმედებების წახალისებად იყოს აღქმული საზოგადოების მხრიდან.

პარტია „საქართველოსთვის” კამპანიის წარმოებისთვის ხელის შეშლა  

2024 წლის 3 აგვისტოს პარტია „საქართველოსთვის” ქალაქ ბათუმში მართავდა ამომრჩევლებთან შეხვედრას, რა დროსაც პარტიის ლიდერ გიორგი გახარიას მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს პიროვნება მანუჩარ რიჟვაძე იყო, „ქართული ოცნების” აქტივისტი, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი და თორნიკე რიჟვაძის ნათესავი. დაპირისპირების მხოლოდ ვერბალური ხასიათის მიუხედავად, შეიქმნა ერთგვარი მტრული გარემო, რამაც შეხვედრის თავისუფლად ჩატარებას ხელი შეუშალა. გავრცელებული ინფორმაციით, მანუჩარ რიჟვაძის თანმხლები პირები აგრეთვე იყვნენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები და „ქართული ოცნების” კოორდინატორები. ესენი არიან: ნუგზარ ინაიშვილი – ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელი („ქართული ოცნების” ზონის კოორდინატორი), ზურაბ მალაზონია – ბათუმის მერიის ბაღების გაერთიანების თანამშრომელი („ქართული ოცნების” უბნის კოორდინატორი), გაბი კამაევი – ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების” ფრაქციის სპეციალისტი („ქართული ოცნების” აქტივისტი). რიჟვაძის თანმხლებმა პირებმა ვერბალური ფორმით შექმნეს დაძაბული გარემო და დაუპირისპირდნენ იქ შეკრებილ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მხარდამჭერებს. პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკუთარი აქტივობების მშვიდ, არაძალადობრივ გარემოში წარმართვის შესაძლებლობა. „ქართულმა ოცნებამ“ თავი უნდა შეიკავოს ოპონენტების კამპანიურ ღონისძიებებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისა და დასწრებისგან და არ უნდა დაუშვას სხვა პარტიების საქმიანობისთვის ხელის შეშლა.

სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება 

კლეოპატრა ქარუმაშვილი ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოში ექსტრაკურიკულური აქტივობების შეფასებისა და მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე 2022 წლიდან მუშაობდა. ქარუმაშვილის მიერ საიასთვის მიწოდებული ინფორმაციით, მას ხელმძღვანელობამ მოსთხოვა სამუშაო პროგრამიდან იმ ნაწილის ამოღება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობდა. ამის შემდეგ, ქარუმაშვილის თქმით, გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე მას პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირინა მარგიშვილმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა „ურჩია”. ამავე საუბრის დროს მარგიშვილმა ყურადღება გაამახვილა მის პოლიტიკურ მოსაზრებებზე, სააგენტოში განხორციელებული საკადრო ცვლილებების  მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე, სოციალურ ქსელში გაზიარებულ კრიტიკულ პოლიტიკურ პოსტებზე და სხვა პირების პოსტებთან მიმართებით მის რეაქციებზე. ირინა მარგიშვილმა საუბარში ხაზი გაუსვა ქარუმაშვილის პროფესიონალიზმს, მაგრამ იქვე დასძინა, რომ მას ორგანიზაციაში „სრული ერთგულება“ სჭირდებოდა. როგორც საიას სადამკვირვებლო მისიისთვის გახდა ცნობილი, კლეოპატრა ქარუმაშვილმა უარი თქვა სამსახურიდან წასვლის შესახებ პირადი განცხადების დაწერაზე, რის შემდეგაც, რამდენიმე დღეში, ე.წ. რეორგანიზაცია გამოცხადდა და ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, რეორგანიზაცია მხოლოდ მას შეეხო, კადრების შემცირების მაგივრად კი, ქარუმაშვილის ადგილზე სააგენტომ ორი ახალი თანამშრომელი აიყვანა. რეორგანიზაციის მიზეზად დასახელდა პროგრამის სტრუქტურის, თანამდებობებისა და ქვეპროგრამების ახლიდან ჩამოყალიბება პრიორიტეტების გათვალისწინებით. თუმცა, კლეოპატრა ქარუმაშვილის აზრით, ამ ყველაფრის რეალური მიზეზი განსხვავებული შეხედულების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლება იყო. საია მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის საფუძვლით ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირის სამსახურიდან გათავისუფლება, შესაძლოა, შეიცავდეს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს, მით უფრო მაშინ, როდესაც ქარუმაშვილის კომპეტენცია არ გამხდარა სადავო და, მისი თქმით, რეორგანიზაციას, რეალურად, შტატების შემცირება არ მოჰყოლია.

ანგარიში სრულად

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved