სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სამსახურის 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა, თქვა:
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 153 საჯარო მოხელედან, 62 – სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 69 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 16 პირი კი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში”.
წყარო – bm.ge
კომენტარები