• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ძალადობა, გაუპატიურების, სიცოცხლის მოსპობის მუქარა” – აქციების დაკავებული ქალების საქმეები

ალია ავტორი - ალია
15:30 12-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
288

არასამთავორბო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციებზე დაკავებული ქალების მიმართა არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, 28 ნოემბრის შემდეგომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 10 ქალის დაკავების თაობაზე შემოვიდა შეტყობინება. თუმცა აქციების მიმდინაროებისას დაკავებული ან დაზარალებული ქალების ზუსტი რაოდენობა, ოფიციალური ინფორმაციის არარსებობის გამო, უცნობია.

ქალების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე სამმა არასამთავრობო ორგანიზაციის – საერთაშორისო გამჭვირვალობისა და საქართველოს ევროპული ორბიტის – წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

როგორც NGO-ები აღნიშნავენ, აქციაზე დაკავებულმა რამდენიმე ქალმა საჯაროდ ისაუბრა მათ მიმართ დაკავების დროს და მის შემდგომ პერიოდში პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობის, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის, სექსუალური შევიწროების და გაუპატიურების მუქარის ფაქტების თაობაზე.

  • ქალების განცხადებით, დაკავების პროცესში სპეცრაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდათ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითა და სიცოცხლის მოსპობით;
  • გაუპატიურების მუქარის კიდევ უფრო სიცხადისათვის ადგილი ქონდა სპეცრაზმელების მიერ გაუპატიურების აქტის აღწერას უწმაწური სიტყვების გამოყენებით, დაკავების სპეციალურ მანქანისკენ წაყვანის მუქარას, რაც მსხვერპლისთვის კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდიდა მათ სიტყვებს.
  • აქციაზე დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების თანახმად, დაკავების მანქანაში მას არ მისცეს საშუალება სკამზე დაჯდომის, მთელი გზა მუხლებზე დაჩოქილი ამგზავრეს და ამასთან ადგილი ქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტს.
  • ერთ-ერთი დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებით, მას პოლიციის განყოფილებაში გადაუღეს ვიდეოები და ამცირებდნენ სექსუალური შინაარსის კომენტარებით;
  • აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ ის აქციის დაშლის დროს პოლიციელებმა თითქოსდა განრიდების მიზნით გაიყვანეს, რის შემდეგაც სცემეს.

“დაუშვებელია სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ისეთი ქმედებების განხორციელება ან ისეთი ქმედებების შესრულების მოთხოვნა, რომელიც დამამცირებელია, ლახავს თქვენ ღირსებას, მიმართულია თქვენი სექსუალური თუ სხვა ნიშნით შევიწროვებისკენ. წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და ისჯება სისხლის სამართლის წესით.

თუ თქვენს მიმართ ადგილი ჰქონდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტს, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ადვოკატს, რომელიც მიმართავს შესაბამის უწყებებს. ადვოკატის არყოლის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ კონფიდენციალურობის სრული დაცვით დაგეხმარებით წარმოვადგინოთ თქვენი ინტერესები როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებში, ასევე, დაგეხმარებით მიიღოთ ყველა საჭირო სარეაბილიტაციო სერვისი”, – აღნიშნავენ ორგანიზაციები.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც დაკავების შემთხვევაში უნდა იცოდეთ:

  • თქვენი პირადი დათვალიერება უნდა ჩაატაროს იმავე სქესის წარმომადგენლმა;
  • პირადი დათვალიერება არ ხდება ყველას დასანახად, მას შეიძლება დაესწროს იმავე სქესის წარმომადგენელი;
  • ვიდეომეთვალყურეობის არსებობისას აუცილებელია თქვენი წინასწარი ინფორმირება;
  • პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია თქვენი სრული გაშიშვლება
  • პირადი დათვალიერების დროს სხეულის ცალკეული ნაწილის დათვალიერება (ასეთის აუცილებლობისას მაგალითად დაზიანებების შემოწმებისას) ვიდეომეთვალყურეობის კამერების თვალთახედვის არეში არ უნდა მოხდეს

დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას ქალები:

  • უნდა განთავსდნენ მამაკაცებისგან განცალკავებით
  • ორსული ქალი უნდა განთავსდეს სხვა პირებისგან განცალკავებით
  • პატიმრობაშეფარდებული ქალისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები.

დროებით მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ ნებისმიერ პირს უფლება გაქვთ, მოითხოვოთ:

  • ადვოკატთან დაკავშირება
  • სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირება (1481)
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზთან დაკავშირება (199)

ზარის განხორციელება უნდა უზრუნველყოს იზოლატორის ადმინისტრაციამ.(ფორმულა)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved