• რეკლამა
  • კონტაქტი
18:35, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დროს ჩამორჩნენ კრემლში, საქართველო აღარ ხურდავდება, განსხვავებით ოცნებისგან” – სანაია

ალია ავტორი - ალია
17:56 01-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,537
ჟურნალისტი, ვახო სანაია:
რუსებს ჰგონიათ, რომ ამ ფრენების აღდგენის თემით საქართველოს მოთაფვლა შეუძლიათ. ისეთი შეურაცხმყოფელია ეს ამბავი. საქართველოს ხელისუფლებაც რომ თამასას უწევს მუდმივად და თავადაც უმნიშვნელოვანეს საკითხად წარმოაჩენს.
უი, ფრენები აღდგებას გვპირდებიან, თუ ,,ჭკვიანად” მოვიქცევით ? ჰმ, ხომ არ დავფიქრდეთ – ფრენები თუ დასავლური კურსი ?! რაღაც ამ პონტში წარმოგვიდგენს ხოლმე ,,ქართული ოცნება” ამ საკითხს.
თქვენ ახლა ,,ჭკვიანად” მოიქეცით და ჩვენ ფრენების აღდგენაზე გაგესაუბრებით. რაღაც ამდაგვარი ხდება.
რაც უფრო გაუდვილდებათ რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ცხოვრება და მიმოსვლა, მით უკეთესია. უამრავი ქართველი პატრიოტი ცხოვრობს რუსეთში, მათ შორის, აფხაზეთიდან წასულები. ისინიც, როგორც სხვა ქვეყნებში მყოფი ჩვენი ემიგრანტები, მატერიალურად ინახავენ აქ ჩვენს მოსახლეობას.
კრემლის მაგ ანკესზე, რასაც პირდაპირი ფრენების აღდგენა ჰქვია, არავინ წამოეგება არც იქ და არც აქ. და პირდაპირი ფრენების აღდგენის (,,დაჟე” დაპირების ) სანაცვლოდ საქართველო ,,ჭკვიანად” არ უნდა იქცეოდეს. თან ამ საკითხში გავრილოვი რომ აქტიურობს, ეს ცალკე დამცირებაა, მაგრამ რა გვიკვირს, მაგ გავრილოვის გამო თვალები დასთხარეს ხალხს. რატომ არ უნდა აქტიურობდეს !
რუსებს კარგად არ ესმით, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არ იცვლება ფრენებზე, ტურიზმზე, ვაჭრობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ღიად რუსებისკენაა. მაგრამ ფიქრობენ, რომ აქ ის მთავრობა ჰყავთ, რომელზე უკეთესსაც ვერ ისურვებდნენ. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ მაგ საკენკით ვერაფერს გახდებიან. ასე მგონია, დროს ჩამორჩნენ კრემლში, ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველო აღარ ხურდავდება, განსხვავებით ქართული ოცნებისგან.
ასე მგონია. იმედია, არ ვცდები. რა ვიცი, ან იქნენ ვცდები კიდეც.
თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved