ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“კორონავირუსის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით მისი ეკონომიკური ფაქტორებით, ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ მსოფლიოში ბოსობაზე დავა ევროკავშირს, რუსეთს და აშშ-ს კი არ ეკუთვნის, არამედ მსოფლიოში ბოსი ჩინეთია. აი, ასე, “მშვიდად”.
ძალიან ტრაგიკულად სასაცილოდ გამოიყურება ეს სამი სუბიექტი – ევროკავშირიც, აშშ-ც და რუსეთიც მთელი ამ კვირების მანძილზე, სავარაუდოდ, ეს ტრაგიკული სიცილი კიდევ უფრო მეტად წინ დაგვიდგება.
სულ ვფიქრობდი ამ წლების მანძილზე, ეს უზარმაზარი და უძლიერესი სახელმწიფო – ჩინეთი, რატომ გამოიყურებოდა ასე “უპრეტენზიოდ”, არ შედიოდა პოლიტიკურ დებატებში აქტიურად იმ დროს, როდესაც აშშ, რუსეთი და ევროკავშირი სულ ერთმანეთს უმტკიცებდნენ ვინ იყო “ზე”, ამასობაში, სრულიად ხმის ამოუღებლად, პრეზენტაციის პირველი ნაწილი სწორედ ჩინეთმა შეასრულა.
ჯერ მესამე მსოფლიო ომი არაა, ჯერ წინაა მესამე მსოფლიო ომი, ჯერ მხოლოდ ფარების რახუნია მოწინააღმდეგებთან პოზიციონირებისათვის. ჯერ ჩინეთი მხოლოდ განაცხადს აკეთებს, რომ მთავარი გავლენის სფერო მას ეკუთვნის მსოფლიოში და “ზე”-ც ის არის.
აი, ასე…
დროა, საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე იზრუნოს და არა მხოლოდ არსებულ სუსტ პარტნიორებზე დაკმაყოფილდეს”
კომენტარები