• რეკლამა
  • კონტაქტი
18:25, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, 27%-დან 10%-მდე შემცირდა – ჯანდაცვის სამინისტრო

ალია ავტორი - ალია
12:28 09-11-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
204

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, 27%-დან 10%-მდე შემცირდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაფინანსების აღნიშნული მოდელი, სისტემის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, შესაბამისად, სამინისტრო, უმოკლეს ვადებში, ახდენს რეაგირებას დარღვევებსა და არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე.

„ამის შესახებ DRG-ის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ. საბჭოს სხდომაზე სამედიცინო დაწესებულებებში, დაფინანსების ახალი მოდელის 10 თვის შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სილვიო დომენტეს შეფასებით, საქართველოში DRG მოდელის დანერგვით, მოსახლეობის ფინანსურ დაცულობა გაიზარდა, სამედიცინო დაწესებულების მართვა კი გაუმჯობესდა და მეტად გამჭვირვალე გახდა.

საბჭოს წევრებმა, DRG მოდელის გაფართოების აუცილებლობაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, დაფინანსების ახალი სისტემა მშობიარობას, საკეისრო კვეთასა და ნეონატალური ასაკის ინტენსიურ მკურნალობას შეეხება.

დაფინანსების აღნიშნული მოდელი, სისტემის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, შესაბამისად, სამინისტრო, უმოკლეს ვადებში, ახდენს რეაგირებას დარღვევებსა და არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე.

DRG უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, კონკურენციის სააგენტოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები არიან.

სამედიცინო დაწესებულებებში DRG მოდელის დანერგვა ჯანდაცვის სერვისების ხარისხისა და გამოსავლების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. DRG მეთოდით ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის, სამედიცინო დაწესებულებებს გადაუხდის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved