• რეკლამა
  • კონტაქტი
02:05, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დნესტრისპირეთის კონფლიქტის რეალური მიზეზი” – რუსეთი, მოლდოვა, უკრაინა და რუმინეთი – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
14:12 02-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
774
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: 
ოკუპირებულმა დნესტრისპირეთმა რუსეთს ოფიციალურად მიმართა “ბლოკადის დაძლევასა და მოლდოვიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალებაში”. ეს განცხადება მას შემდეგ იქნა გაკეთებული, რაც წინა კვირაში დღის წესრიგში დადგა ოკუპირებული დნესტრისპირეთის რუსეთთან მიერთების საკითხი. დღევანდელი განცხადება ერთის მხრივ რუსეთისაგან მომავალ საფრთხეებს კიდევ უფრო რეალისტურს ხდის და რუსეთისათვის შეფუთვად წინაპირობებს ამზადებს, ხოლო მეორეს მხრივ ესაა ზეწოლა მოლდოვაზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიისწრაფვის. გარდა ამისა დნესტრი რუსეთისათვის საკუთარი იმპერიული ამბიციების რეალიზების კიდევ ერთი საშუალებაა.
1992 წლის შემდეგ მოლდოვას დაკარგული აქვს კონტროლი დნესტრისპირეთზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბაზირებულია რუსეთის მე-14 არმიის ძალიან მცირე ნარჩენები, რომლებიც თავდაპირველად სწორედ მოლდოვას წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას, შემდეგ კი დნესტრისპირეთის ამოსაცნობი ნიშნებით აფხაზეთშიც კი აღმოჩნდნენ საქართველოს წინააღმდეგ.
დნესტრისპირეთის კონფლიქტის რეალური მიზეზი რუსეთის მიერ თავისი დიდი სამხედრო არსენალის შენარჩუნება, მოლდოვაზე კონტროლი და დანარჩენ ევროპაზე მუქარის საშუალებას ქონაა. არსენალი რუსეთს კობასნეში აქვს განთავსებული და დღემდე მის მიერაა კონტროლირებადი. ცხადია, ტექნიკის უმრავლესობა მოძველებული და გაუმართავია, მაგრამ იმ რაოდენობის ამუნიციაზეა საუბარი, რომლიდანაც საჭირო ნაწილები კვლავ შეიძლება მოიძებნოს.
2014 წლიდან რუსეთი პრაქტიკულად ვეღარ ახორციელებს ეფექტურ როტაციას აღნიშნულ ტერიტორიაზე. დარჩენილი რუსი სამხედროების რაოდენობა 400-დან 1500-მდეა. მაგრამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთისათვის დნესტრისპირეთის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. არსებობდა მოლოდინი, რომ თუკი რუსეთი უკრაინას დაიკავებდა, მოსკოვი მიიერთებდა დნესტრისპირეთსაც ან სულაც მოლდოვაზე ომის საფუძველს შექმნიდა ამით.
უკრაინისათვის ნათელია, რომ დნესტრისპირეთის განადგურება მისი ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ოკუპირებული ტერიტორია ზედ ეკვრის ოდესის ოლქს. ეს კი ხდება იმ წინაპირობების ფონზე, რომ 1990-ან წლებში თავად უკრაინა იჩენდა აქტიურ ინიციატივას დნესტრისპირეთის გაძლიერებისა და მოლდოვისაგან ჩამოშორების პროცესში. პოლიტიკა იცვლება სტრატეგიული გამოწვევებიდან გამომდინარე. ამაში უცნაური არაფერია.
რუმინეთმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთი დნესტრისპირეთს მიიერთებს ის რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს. აღსანიშნავია, რომ მოლდოველები და რუმინელები ერთ ენაზე მოსაუბრე ერთი ხალხია, რომელიც რუსეთის 1940 წლის აგრესიამ შუაზე გაყო.
შეიძლება იყოს რუკა and ტექსტი გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved