უცნობი, საკუთარ საავტორო გადაცემაში, ამბობს:
“2029 წელი არის 20-წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება საქართველოში და ეს უმაგრესი მოვლენა ხდება რა. ამაზეც ატეხეს ერთი ამბავი რა, რომ რა დროს ჩემპიონატია, ბავშვებს შია, ხორცი ძვირდება, რა შუაშია. თქვენ იცით, რამხელა ამბავი მოჰყვება ამას? ინფრასტრუქტურის განვითარება, სტადიონების აშენება, რავი, ყველაფერი რა. შესაბამისად, მერე გადასახადების გადახდა, ბიუჯეტის გაზრდა და ა.შ. იცით თქვენ ეს ამბავი? თუ მარტო ის, რომ ლობიო ძვირია თუ იაფია? კუჭის ამბავზე დაიყვანეთ მთელი თქვენი ქვეყნის ამბავი? ამხელა რაღაცა ხდება, მსოფლიო ჩემპიონატის შანსი მოგვეცა, რომ ჩატარდეს, განვითარდეს ინფრასტრუქტურა საქართველოში ყველგან, არა მარტო თბილისში, ახალი სტადიონები აშენდეს. არა რაა, არ უნდათ, არაფერი არ მოწონთ რა. ყველაფერზე „დიშოვი“ რაღაცები რაც არის, რომ აბა ბავშვებს პური არ აქვთ, ვერ ჭამენ და რა დროს ჩემპიონატია, ის გაძვირდა 5 თეთრით და 5 ლარით და რაღაცა რა“
















კომენტარები