• რეკლამა
  • კონტაქტი
19:58, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე -„ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ მხოლოდ სააკაშვილის ჩამოსვლის იმედზეღა დარჩა“

ალია ავტორი - ალია
14:36 09-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ქართულ ოპოზიციას მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე არანაირი შანსი არა აქვს და მხოლოდ სააკაშვილის ჩამოსვლის იმედზეღა დარჩა. დეპუტატი მოსახლეობის განწყობებზე და მოსალოდნელ შედეგზე საუბრობს:

-„მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები  მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ბრძოლას აუცილებლად მოიგებდნენ, თუმცა, უკვე თავად აღიარეს, რომ დამარცხდნენ. სააკაშვილის განცხადებებზე ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა მათ მხარდამჭერებში მოტივაციის ამაღლებას ემსახურება და სხვას არაფერს. მხდალი სააკაშვილის განცხადებებზე საუბარიც არ ღირს, მაგრამ სასოწარკვეთილი ოპოზიციის განცხადებები ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით, რევოლუციურ სცენარზე ღიად საუბარი. მათ კარგად იციან, რომ ამ არჩევნებში შანსი არა აქვთ, 2024 წლამდე ლოდინი კი ამ ოპოზიციის ფაქტობრივ გაქრობას ნიშნავს. ამიტომ ემზადებიან არა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, 3 ოქტომბრისთვის. სააკაშვილის მიერ დაანონსებული ეგრეთწოდებული ჩამოსვლაც ამაზე მიუთითებს. 

 „ქართულ ოცნებას“ საკმარისი მხარდამჭერები ჰყავს იმისათვის, რომ ეს არჩევნებიც დამაჯერებლად მოიგოს. მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე, წინასწარი ციფრების დათვლა მათ კარგად იციან და ბუნებრივია, ელიან წაგებას. ეს ტრაგედია არ არის. ტრაგედია ის არის, რომ ქართული ოპოზიცია მხოლოდ სააკაშვილის ჩამოსვლის იმედზეღა დარჩა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved