• რეკლამა
  • კონტაქტი
13:56, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიდი მოსმენები საქართველოში” – უსმენენ ლიდერებს, დეპუტატებს, ივანიშვილის ოჯახის წევრებსაც კი – ვიდეო

ალია ავტორი - ალია
22:40 10-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,153

“ნოდარ მელაძის შაბათის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ სუს-ის თანამშრომლები უსმენენ ადამიანებს, რომელიც “ქართულ ოცნებას” ემსახურებიან, ,მათ შორის, დეპუტატებს, უმრავლესობის ლიდერებს. უსმენენ და იწერენ როგორ ლანძღავენ “ოცნების” ლიდერები ერთმანეთს, როგორ საუბრობენ ცოლებთან, როგორ ჩხუბობენ ოჯახის წევრებთან და ა.შ. 

მედიის ცნობით, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებსაც კი.  

“ოცნების” ყოფილი დეპუტატი და ამჟამად საქართველოს ელექტრო სისტემაში დასაქმებული ზარდიაშვილმა “შაბათის ეთერთან”, კახი კახიშვილსა და მას შორის შემდგარი, სატელეფონო საუბრის სტენოგრამა თავად წაიკითხა.  ის სუს-ის მიერ გაშიფრული დიალოგის ავთენტურობას ადასტურებს, კომუნიკაციის შინაარსიც ზუსტად ახსოვს, თუმცა, ამტკიცებს, რომ ეს არ არის პირადი საუბარი და თურმე, საუბარი იმის შესახებ, რომ ოცნება დეპუტატობის კანდიდატებს არ ეხმარება, 300-400 ადამიანის თვალწინ მიმდინარეობდა.

ფაილების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას კახი კახიშვილს ეჭვი ჰქონდა, რომ ვანო ზარდიაშვილმა, რომელიც ხუთი დეკმებრის ქუჩაზე დაიბადა და გაიზარდა, უბანში ბრძანება გასცა კახიშვილის სასარგებლოდ არ ემუშავათ.

მედიამ გამოაქვეყნა ვანო ზარდიაშვილის და დეპუტატ კახი კახიშვილი საუბრის სტენოგრამაც, სადაც ისინი “ოცნების” ლიდერებს ლანძღავენ. 

ფაილების მიხედვით, სუს-ი აკონტროლებდა კახი კახიშვილის ყველა ნაბიჯს. კონტროლდებოდა მისი კერძო ვიზიტები საზღვარგარეთ,  მაგალით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფროსობას შეტყობინებას იმ დროსაც კი უგზავნიდა, როდესც კახი კახიშვილი ტელეფონით რაიმეს ჯავშნიდა, აკონტროლებდნენ როდის მიდოდა ის კორონავირუსზე ტესტის გასაკეთებლად და როდის რა კომუნიკაცია ჰქონდა, მის პირად ასისტენტთან.

 სუსი უსმენდა მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძესაც, სტენოგრმამებიდან ჩანს, რომ პარლამენტში შესულ ოცნების ლიდერებს ომი ჰქონდათ კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტებზე. 

ირკვევა, რომ მამუკა მდინარაძის სატელეფონო ზარებსაც უსმენდნენ, შიფრავდნენ და აარქივებდნენ. 

“შაბათის ეთერი” აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის ძმის შვილის, ემზარ ივანიშვილის მოსმენების ფაილსაც, ჩანაწერები გაკეთდა მაშინ, როცა დაურეკა სოზარ სუბარს და დაინტერესდა ერთ-ერთი ვეტერანით. სოზარ სუბარმა მას უთხრა, რომ კარგი ადამიანი, მაგრამ მადლიერებას არ იჩენს, ემზარ ივანიშვილმა კი მისი ანგარიშის ნომერი ითხოვა 150 ლარის ჩასარიცხად.

მოსმენების ობიექტი იყო სოზარ სუბარიც – სუს-ში დანოსი დაიწერა იმის შესახებაც, რომ დეპუტატის შვილს covid-19 დაუდასტურდა. მაგალითად სუს-მა შეადგინა ცნობა, რომ 2020 წლის 25 აგვისტოს სოზარ სუბარს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და ლოგინიდან ადგომა უჭირდა. სოზარ სუბარს მაშინაც უსმენდნენ, როდესაც ურეკავდა მეგობარი ადვოკატი და დაკავებული ქმრის გათავისუფლებას სთხოვა.  ოპერატიული ცნობის სახით დევს სუს-ის არქივში ცნობა იმის შესახებაც, როგორ არ დაეხმარა სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი ფინანსურად, 2009 წ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ პოლიციის თანამშრომელებთნ დაპირისპირების დროს დაზარალებულ, ირაკლი ხომასურიძეს.

წყარო – ტვ პირველი

თეგები: ბიძინა ივანიშვილიმოსმენებისუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved