იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მართალია არ აქვს ინფორმაცია გორის ჰოსპიტალში ჩატარებული სამედიცინო პროცედურების შესახებ, მაგრამ დარწმუნებულია, რომ იქ ყველა პროცედურა დაცულია.
რატი ბრეგაძე:
“არც უფლებამოსილი ვარ და ბუნებრივია, არც ინფორმაცია მექნება საავადმყოფოში არსებული პროცედურების შესახებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ ყველა პროცედურა იქნება დაცული.
მე თავად გახლდით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მკურნალობის მიზნითაც ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში. დიდი მადლობა თითოეულ ექიმს, ექთანს, მთლიანად სამედიცინო პერსონალს, ყველას, ვინც მუშაობს გორის სამხედრო ჰოსპიტალში – ეს არის პატრიოტი ადამიანებისგან დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება. ისინი ემსახურებიან ჩვენ ჯარს, რომელიც ძალიან გვეამაყება და ძალიან გთხოვთ, ყველამ შეიკავოს თავი სპეკულაციებისგან. ეს არის, როგორც ჩანს, მადლიერების ახალი ფორმა, რომელსაც მიმართავენ ჩვენი ოპონენტები.”
კომენტარები