• რეკლამა
  • კონტაქტი
08:47, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიდი ხანია მიხეილ სააკაშვილი ასეთ ოპტიმისტურ განწყობაზე არ მინახავს, თუმცა 3 – კვირიანი შიმშილობის შედეგი ფიზიკურ მდგომარეობას ეტყობა – ბაქრაძე

ალია ავტორი - ალია
17:03 10-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დავით ბაქრაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მხნედ გრძნობს თავს და ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა 3 – კვირიანი შიმშილობის შედეგი მის ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახა.

ამასთან, როგორც ბაქრაძემ მიხეილ სააკაშვილთან მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა სააკაშვილის სრულფასოვანი ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფაა.

“მისი განწყობა არის ძალიან მხნედ და ოპტიმისტური. სიმართლე გითხრათ ძალიან დიდი ხანია მიხეილ სააკაშვილი ასეთ ოპტიმისტურ განწყობაზე არ მინახავს და არ მახსოვს. ის ელოდება არჩევნების მეორე ტურს, ძალიან დიდი იმედი აქვს ქართველი ხალხის ერთიანობის, დიდი იმედი აქვს მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვების და ამ თვალსაზრისით მისი განწყობა არის ძალიან ოპტიმისტური. თუმცა ამავე დროს 3 – კვირიანი შიმშილობის შედეგი არის საგრძნობი, ეს ეტყობა მის ფიზიკურ მდგომარეობას და როგორც ექიმები საუბრობენ, რაც კიდევ უფრო უარესია ნებისმიერ მომენტში ვითარება და მისი ჯანმრთელობა შეიძლება უცებ დამძიმდეს კრიზისულად. მისი განწყობა არის ძალიან მყარი, რომ ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, არ აპირებს მაშინაც კი თუ მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკული და მზად არის ყველაფრისთვის და ყველანაირი გაგრძელებისთვის, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე სასწრაფო და გადაუდებელი ამოცანა გახლავთ მისი სრულფასოვანი ჰოსპიტალიზაცია და ექიმების სრული დაკვირვების ქვეშ ყოფნა, ეს რა თქმა უნდა გულისხმობს მრავალფუნქციურ მრავალპროფილურ საავადმყოფოში მის გადაყვანას, შესაბამისი, სრულფასოვანი ექიმების ზედამხედველობით. ეს არის ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა, დანარჩენი რა მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორ გრძელდება პოლიტიკური პროცესი და რა ხდება, ამას გამოაჩენს არჩევნების მეორე ტური, მაგრამ ამ ეტაპზე, უახლოეს დღეებში მთავარი და სასწრაფო მისი ჰოსპიტალში გადაყვანაა, რადგან ვიმეორებ, ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ ძალიან დიდი პრობლემა 90 წლებში ქვეყანაში, ყველას გვახსოვს პრეზიდენტ გამსახურდიას ტრაგედია, ყველას გვაქვს როგორი გახლეჩვა მოყვა ამას შემდეგ საზოგადოებაში და რა უბედურება გაიარა ქართულმა სახელმწიფომ 90-იან წლებში.

ღმერთმა დაგვიფაროს დღეს საქართველოს პრეზიდენტის შიმშილობა ციხეში , ცუდად დასრულდეს, ეს ნიშნავს ანალოგიურ გახლეჩვას, ნიშნავს საქართველოსთვის ნატოს და ევროკავშირის გზის დაკეტვას და ეს ნიშნავს მომავალი წლების მანძილზე დაღს, რომლითაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იაროს. ამიტომ განურჩევლად იმისა ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს, ვის უყვარს და ვის არ უყვარს, მინდა ყველას მოვუწოდო და პირველ რიგში მთავრობას პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავალზე, სტაბილურობაზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე, გულისხმობს იმას, რომ ახლავე უახლოეს საათებში და დღეებში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი, რათა თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ფატალური გაგრძელება და გართულება”, – განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ კითხვაზე სააკაშვილთან მის პარტიაში დაბრუნებას შეეხო თუ არა საუბარი, უპასუხა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” მისი დაბრუნების შესაძლებლობა არ განხილულა და იქ პარტიულ ტაქტიკაზე სასაუბროდ არ შესულა.

“არ გვისაუბრია, შესვლისთანავე ვთქვი, რომ არ ვაპირებდი პარტიულ ტაქტიკაზე საუბარს, არც მისი მხრიდან იყო მსგავსი განზრახვა. ვფიქრობ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ყველა მოვემზადოთ მეორე ტურებისთვის და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე, რასაც დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ადეკვატური ზრუნვა სჭირდება”, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved