• რეკლამა
  • კონტაქტი
06:49, ორშაბათი, 11 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დიდი ხანია, ღონისძიებებზე აღარ მიწვევენ, ასეთ დროს დაყოფა არასწორია და ეს უნდა დასრულდეს!” – გიორგი უშიკიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:12 12-16-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,334

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი სახალხო ზეიმთან დაკავშირებით პრემიერის მოწოდებას გამოეხმაურა და წერდა, რომ ხელისუფლებას ზეიმში მონაწილეობა ყველასთვის უნდა შეეთავაზებინა… „დაანონსებულ კონცერტზე, წესით, ყველა ერთად უნდა იდგეს! ყველას უნდა შესთავაზონ მონაწილეობა. ვისი მომხრეა, არ აქვს მნიშვნელობა. აი, ეს იქნება გულწრფელი სიხარული ხელისუფლების და განაცხადი იმისა, რომ ვასრულებთ პოლარიზაციას და ერთად მივდივართ ევროპისკენ!” – წერს უშიკიშვილი…

თუ შეიცვალა რამე ამ პოსტის შემდეგ, ამის შესახებ თავას ისაუბრა:

– მთელ საქართველოს ვულოცავ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, ერთად გვეხაროს…

რაც შეეხება შეკითხვას, შეიცვალა თუ არა რამე ჩემი პოსტის შემდეგ, რა თქმა უნდა – არაფერი! კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო: პოსტში არ იგულისხმებოდა, რომ მოსაწვევი მჭირდებოდა, არც ხალხთან ერთად გასვლა-გაუსვლელობა და ამ სიხარულის აღნიშვნა. ამას ისედაც ყოველგვარი მოწვევის გარეშე გავაკეთებ! ის ვიგულისხმე, როცა კონცერტი იმართება, ხელისუფლების მხრიდან გულწრფელი სიხარული იქნებოდა, ყველას თუ საშუალება მიეცემოდა, სცენიდან თავის შემოქმედებით მიელოცა. მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ხელოვანი მათი მომხრეა თუ – არა…

მე მგონია, ახლა, როცა ევროკავშირთან უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადავედით, სასურველი იქნება, ეს მანკიერი წესი, რაც ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია, არსებობს და არა მარტო ახლა, შეცვლილიყო… სულ რაღაც ფავორიტები არიან ხელისუფლების, რაც ზუსტად მანკიერი წესია! იმედია, ყველა გავერთიანდებით, რათა საბოლოოდ მივიდეთ და დავბრუნდეთ იმ ოჯახში, რომელიც ჩვენი ისტორიული ადგილია… ჩემიანი, მისიანი, ახლა ამან უნდა იმღეროს ან არ იმღეროს, ეს ევროპელობა არ არის. ევროპაში შესვლა მარტო დროშა და ჰიმნი არ არის, ეს აზროვნებაა, სწორი ურთიერთობა, თანასწორობა და თანაბარუფლებიანობა…

ვფიქრობ, ყველა ხელოვანს აქვს უფლება, სცენაზე იყოს, ხალხს მიულოცოს და ასე შემდეგ… ასეთ დროს დაყოფა არასწორია და ეს ერთხელ უნდა დასრულდეს! არ მაქვს იმედი, რომ ეს ხელისუფლება დაასრულებს, მაგრამ იმედია, მომავალი ხელისუფლებები შეძლებენ, რომ ხელოვნებაში, სპორტში, მეცნიერებაში პოლიტიკური კონტექსტი მოხსნან, ყველა იმ მიმართულებაში, სადაც ადამიანების ჩართულობა, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა, ქვეყნის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია…

– საახალწლო ღონისძიებებიც იგეგმება და არც იქ გაქვთ მიწვევა?

– დიახ, მე დიდი ხანია, ღონისძიებებზე აღარ მიწვევენ… ზუსტად მაგიტომაც ვთქვი, რომ ეს ის დღეა, როცა არც ახალი წელია, არც რამე კონკრეტული ღონისძიება… მე ვიცოდი, რომ არ მიმიწვევდნენ, მაგრამ აქ ჩემზე არ არის საუბარი. უბრალოდ, გამეხარდება, თუ ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც მათ მომხრეებად არ ითვლებიან და აქამდე კონცერტებში მონაწილეობას არ ღებულობდნენ… მაგალითად, დღეს ნინო ქათამაძესთან ერთად ვიყავი და მანაც მითხრა, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე შეთავაზება არ მიუღია…

მე რომ მკითხოთ, ყველა ჩვენგანს აქვს მცირედი წვლილი, რასაც ვზეიმობთ… ვის მეტი, ვის ნაკლები, ამას ვეღარ განვსაზღვრავთ. თქვენ თქვენი კალმით, მე – ჩემი სიმღერით, სხვას – თავისი საქმით და ასე შემდეგ… ამიტომ რაღაც ნაბიჯი საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიდგას ურთიერთობის აღდგენისკენ. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მომხრე ხარ! როცა ამ ქვეყნის სიკეთე გინდა, საშუალება უნდა გქონდეს, შენი სიმღერით, შენი საქმიანობით გამოხატო! ამაში ხელს არ უნდა გიშლიდნენ, პირიქით – ხელს უნდა გვიწყობდნენ!

წყარო: კვირის პალიტრა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved