• რეკლამა
  • კონტაქტი
01:16, ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დიახ, მივდივარ! ახლა მაქვს ორი არჩევანი” – ნიკა მელიას საბოლოო გადაწყვეტილება

ალია ავტორი - ალია
21:14 12-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,266

ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ და უკვე ყოფილმა წევრმა, ნიკა მელიამ, საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა:

11 წლის განმავლობაში არ შემიწყვეტია ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან ვთლიდი და ვთვლი, რომ ართმევს ქვეყანას უკეთეს მომავალს, ვიბრძოდი საპარლამენტო ტრიბუნიდან, ქუჩიდან, ციხიდან. არ მქონია სხვა არანაირი პოლიტიკური მიზანი, გარდა ხალხისა და ქვეყნის ინტერესის.

საქართველოში გვაქვს ის პოლიტიკური კლიმატი, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია არაფორმალურ, კულუარულ მართვაზე, რომელიც გასაქანს არ აძლევს პატიოსნებას, წესიერ ახალგაზრდებს, არც ერთ იდეალისტ ადამიანს.

დღეს საქართველოში გვაქვს სისტემა, რომელმაც ბევრი ადამიანი გახადა სკეპტიკოსი. პოლიტიკოსები ცდილობენ ამორალურობა აქციონ პოლიტიკურ სტანდარტად, ერთმანეთს არწმუნებენ, რომ პოლიტიკაში წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პრინციპებზე უარის თქმით. ივანიშვილის პოლიტიკის საფუძველი დღეს საქართველოში არის ფული, პოლიტიკური კორუფცია და დასანანია, რომ პოლიტიკური კლასის არც თუ ისე მცირე ნაწილმა მისი თამაში მიიღო. ცდილობენ დაარწმუნო საზოგადოება, რომ ამ მანკიერ პოლიტიკურ სტანდარტს აქვს გასაქანი ამ ქვეყანაში.

ძვირფასო მეგობრებო, ხშირად ეუბნებით ერთმანეთს, რომ ასე ცხოვრება შეუძლებელია, და ივანიშვილის დამარცხება ვერ ხერხდება, იმიტომ რომ ივანიშვილს აქვს ბევრი ფული. მე მჯერა რომ ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება და მისი დამარცხება არის შესაძლებელი.

არ მჯერა, რომ ფულის დამარცხება შესაძლებელია ფულით, არ მჯერა, რომ ოდესმე ვინმე შეძლებს დაამარცხოს უღირსობა უღირსობით, არ მჯერა, რომ პოლიტიკური ვაჭრობა დამარცხებადია პოლიტიკრი ვაჭრობით. დღეს პოლიტიკურ კლასში, პოლიტიკოსების ნაწილს სჯერა, რომ მთავარი იარაღი პოლიტიკური ბრძოლის ფულია, მე კი მჯერა, რომ მთავარი იარაღი არის ღირსება, მორალი, სიტყვის ფასი და ზნეობა.

ეს არის ჩემი პოლიტიკური იდეალები, მჯერა, რომ ახალი გამარჯვების გზა ეს იქნება ეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრი თქვენგანი ახლა ღელავს, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ვიბრძოლე, მეც დავკარგე პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილის მიმართ.

ახლა მაქვს ორი არჩევანი – ერთი გულისხმობს ნიღაბის გაკეთებას და ასე გაგრძელებას ან მეორე, ვიყო ბოლომდე გულწრფელი თავთან და თქვენთან. ვეცადე ამ პრინციპებს გაემარჯვა ნაციონალურ მოძრაობაში, მაგრამ ყრუ კედელი დაგვხდა, ყველას ინტერესის გათვალისწინება ხდება, გარდა ხალხის ინტერესისა.

სამწუხაროდ, ნაციონალურმა მოძრაობამაც, პოლიტიკურ სტანდარტად აქცია კულუარული გავლენები და არაფორმალური მმართველობა, საკუთარ სტანდარტად აქცია დემოკრატიისთვის კარის დაკეტვა, პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით ვაჭრობა. სიმართლე არის ბრძოლის მთავარი იარაღი და ექნება მეტი მხარდაჭერა. მართალი ხალხი არ იყიდება, მაგრამ მათ სჭირდება სივრცე ბრძოლისათვის. მჯერა, რო ვიქნებით ღირებულებით ერთობაში.

მივდივარ, თუ არა? – დიახ, მივდივარ მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში. ძალიან ბევრს სჯერა, რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ოლიგარქიული მმართველობა, მე კი მჯერა, რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ქართველი ხალხი. 

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა

17:17 11-26-2025
თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში

14:03 11-26-2025
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში

14:50 11-25-2025
ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ამბები

ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით

14:22 11-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved