“მე არასოდეს არ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ჩემი მხარდაჭერა იცით ქართული ოცნების იდეას და არა პარტიას ყოველთვის ექნება, მაგრამ ასევე, აუცილებლად ვიტყვი როგორც მხარდამჭერი – აუცილებლად, არის გამოსასწორებელი და გადასადგმელია ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგმულიყო.
მე პირველ რიგში მინდა, როგორც სულხან მოლაშვილის მამას და შვილმკვდარ მამებს და დედებს ბოდიში მოვუხადო. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ფასად ებრძოდა ნაციონალურ მოძრაობას და მის რეჟიმს. ადამიანს, მკვლელს, რომელიც ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდადა და ამბობდა, რომ ყველა ციხეში ამ ადამიანს დღეს, და ამ ადამიანზე დღეს ვსუბრობთ უნდა გამოვუშვათ თუ არა ციხიდან.
დიახ, მე მოსახდელი მაქვს ბოდიში სულხან მოლაშვილის მამასთან, რადგან მე ვიცოდი რომ სამართლიანობა უნდა აღმდგარიყო და დღეს მე ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი მაგრამ, ამ იდეას აუცილებლად სჭირდება გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
გუბაზ სანიკიძე არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მეძავი და ადამიანი, რომელიც ეროვნული ფორუმის ლიდერი იყო და დღეს დგახარ იმ ადამიანის გვერდზე, რომელიც აუპატიურებდა და ღირსებას უყრიდა პატიმრებს და ეს სისტემაც სწორედ ასე მუშაობდა”,- ამის შესახებ ლუკა კურტანიძემ თავისუფალ სტუდიაში განაცხადა.
კომენტარები