• რეკლამა
  • კონტაქტი
09:21, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიახ, გარეჯის რაღაც ნაწილი არ არის საქართველო, ის უდაოდ არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ვერც ვერავინ შევედავებით – აკაკი ბობოხიძე

ალია ავტორი - ალია
15:15 01-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

„ევროპული საქართველო“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:

„არ მახსენდება პერიოდი, როდესაც ქართული საზოგადოებრივი აზრი იყო ხელისუფლების მხარეს და არ იყო პირიქით, აი, ამ ადამიანების [მელაშვილი-ილიჩოვა] მხარეს, ამიტომ მე მგონია, რომ პირველ რიგში ქართული საზოგადოების დამსახურებაა, რომ დღეს ეს საქმე ასე დამთავრდა, რადგან ეს საქმე „ქართული ოცნებისთვის“ იქცა ტვირთად, რისთვისაც უნდოდათ ის ამოცანა ნაწილობრივ უკვე შეასრულეს, გაქრა მეორე დღესვე – გარეჯი საქართველოა.

გარეჯი საქართველოა – აი ეგ ლოზუნგი, რომ იცოდეთ ამ მაგ ლოზუნგით გვაშანტაჟებენ. მე ვიტყოდი, რომ ხალხო რომ იცოდეთ გარეჯი არის ძალიან დიდი სამონასტრო კომპლექსი და დიახ, გარეჯის რაღაც ნაწილი არ არის საქართველო, ისტორიულად კი არა, ამ წუთში არ არის საქართველო, ის უდაოდ არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, არც არავინ არ დავობს და ვერც ვერავინ შევედავებით. თუ აზერბაიჯანი ამას დაგვითმობს თავისი კეთილი ნებით, არ ვიცი რატომ უნდა დაგვითმოს, ეგ იქნება მხოლოდ მათი საქმე.

გარეჯის ერთი ნაწილი, რომელიც ჩვენ გვახსოვს, რომლითაც ადამიანის არაინფორმირებულობაზე, არ მინდა სიტყვა უვიცობა ვიხმარო ზოგიერთთან, რაზე დაყრდნობითაც საქართველოს ხელისუფლება აპელირებს და ე.წ. ურა პატრიოტები, გარეჯი რაც გონია ქართველი ხალხის დიდ ნაწილს, ის გარეჯი ჩვენ რომ ბავშვობაში ექსკურსიებზე დავდიოდით, ის გარეჯი, ახლაც საქართველოს ტერიტორიაზეა. არც ეჭვის ქვეშ არ დამდგარა და მომავალშიც იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, თუ ჩვენ ქართულ სახელმწიფოს გავუფრთხილდებით იმ საზღვრებში, რომელშიც ვართ.

თუ არ გავუფრთხილდებით, საზღვრები ცვალებადია, თუ მას არ უფრთხილდება მისი რეალური მეპატრონე, ხანდახან შეიძლება შეიცვალოს. არის სადავო ნაწილი.

დღეს ივერი მელაშვილმაც თქვა – „გარეჯი საქართველოა“, მაგრამ ხვალ და ზეგ ვიღაც აღმოაჩენს, რომ გარეჯის რაღაც ნაწილი არ არის საქართველო, რადგან მართლა არ არის საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე და რა გამოვა, ვატყუებთ ხალხს? ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ – დიახ, გარეჯი საქართველოა, ურა პატრიოტულ ლოზუნგებში კი არ უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს, არამედ უნდა ვთქვათ, დიახ, ეს არის პრობლემა, ეს არის ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა, ასევე ქართველების ხელით შექმნილი, ოღონდ ეს არის ისტორია. დღევანდელი საქართველო არის აღიარებული იმ საზღვრებში, რაშიც არის და იმისთვის, რომ ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ დღევანდელი საზღვრები, გვაქვს მხოლოდ ურთიერთშეთანხმებისა და მოლაპარაკების გზები“

თეგები: აკაკი ბობოხიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved