• რეკლამა
  • კონტაქტი
04:58, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღევანდელი მთავრობის ხელში, გლეხი მხოლოდ სიღარიბისთვისაა განწირული – გიგლა მიქაუტაძე

ალია ავტორი - ალია
13:42 09-07-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

“ლელო საქართველოსთვის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე გამოეხმაურა პრემიერ გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ გლეხი უნდა ვაქციოთ ფერმერად.

გიგლა მიქაუტაძის შეფასებით ტრაგიკულია, როცა 8 წელია ხელისუფლებაში ხარ და არაფერი გაქვს სათქმელი მიღწეულ შედეგებზე; როცა მხოლოდ ახალი დაპირებების გაცემა შეგიძლია და მასაც კი ოპოზიციური პარტიისგან აკოპირებ.

“ლელოს” ერთ ერთი ლიდერისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით სწორედ, ლელოს „მარშალის გეგმა“ ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის მასშტაბურ რეფორმირებას.

“ქართული პროდუქტის ხარისხის ეტალონად ჩამოყალიბებას, ექსპორტის მილიარდ დოლარამდე გაზრდას და გლეხის ფერმერად ქცევას. მინდა ბატონ გახარიას შევახსენო, რომ 8 წლის განმავლობაში მისმა მთავრობამ ერთადერთი, რაც მოახერხა, არის ფულის ფლანგვა. 2 მილიარდ ლარამდე საბიუჯეტო თანხა დაიხარჯა სოფლის მეურნეობის სექტორზე 2013-2019 წლებში და
გაუმჯობესება არცერთი მიმართულებით არ გვაქვს. სექტორის რეალური მოცულობა, 2013 წელთან შედარებით, მხოლოდ 30 მლნ ლარით გაიზარდა. ისტორიულ მინიმუმზე დავიდა ნათესი ფართობების მოცულობა და დღეს სახნავ-სათესი მიწის
მხოლოდ 25% მუშავდება, შემცირებულია ერთწლიანი კულტურების საშუალო მოსავლიანობა და გაზრდილია ინფლაცია სურსათზე. ბოლო წლებში საქართველო პირველად გახდა 100%-ით რუსულ ხორბალზე დამოკიდებული.

ჩვენს ქვეყანას მართლაც აქვს შანსი შექმნას თანამედროვე, კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობა და შედეგად მიიღოს წელგამართული ფერმერი, რომელიც იქნება ქვეყნის საშუალო ფენის განუყოფელი ნაწილი. თუმცა, ამ მიზნის მიღწევას სჭირდება
მკაფიო ხედვა, სამოქმედო გეგმა და კომპეტენტური სამთავრობო გუნდი, რასაც დღეს, „ლელო საქართველოსთვის“ სთავაზობს საზოგადოებას.” – განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ

თეგები: გიგლა მიქაუტაძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved