• რეკლამა
  • კონტაქტი
03:15, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს ტაძარში სიარული არის ამარტავნებაზე დაფუძნებული ცრუ რელიგიური ფსევდომორწუნეობა – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ალია ავტორი - ალია
18:38 03-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

როგორ იქცევა მშობელი, როდესაც იცის რომ სკოლაში ეპიდემია ან სხვა რაიმე საშიშროებაა?! ის არ უშვებს შვილს სკოლაში და ტოვებს სახლში დროებით, სანამ არ გადაივლის საფრთხე, – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, განცხადებები აჟიტირებული ადამიანებისა, რომლებიც აცხადებენ ეგოისტურ სურვილს ზიარების და ტაძარში სიარულს, არის ხიბლსა და ამარტავნებაზე დაფუძნებული ცრუ რელიგიური ფსევდომორწუნეობა.

„ასე მოიქცა მსოფლიო საპატრიარქო, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, ბულგარეთის, რუმინეთის, კვიპროსის, ალბანეთის და კრეტის ეკლესიები, ასე მოიქცა ათონის მთაც. ასე მოიქცნენ სხვა ქრისტიანული მიმდინარეობები და თვით მუსლიმური თემი მრავალ ქვეყანაში, იმისათვის რომ ეპიდემიის მასობრივი გავრცლებისათვის ხელის შემწყობნი არ გამხდარიყვნენ, შეაჩერეს საზოგადო, ანუ მასობრივი მსახურებები.

და რას ვხედავთ ჩვენ საქართველოს საპატრიარქოსაგან?! ჩვენ იგივე ვერ ვიხილეთ. პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ სულიერი შვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ შეუბრალებელი დამოკიდებულება, ეგოისტური თუ სხვა მიზნებით ნაკარნახევი ქცევა, შეფუთული რელიგიური საბურველით: იარეთ ტაძრებში, ესე იგი ნუ დარჩებით სახლებში.

გარდა იმისა რომ ეს ეპიდემიის გავრცლებისთვის ხელის შეწყობაა, ესაა სახელმწიფოს კანონთა დარღვევა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც არც კეისარს ემსახურება და არც ღმერთს, რადგან არსებითი ქვის ტაძრებში შეკრება კი არა, არსებითი არის, „რათა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანისცმდნენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა“, მეორეს მხრივ კი ვანგრევთ სახელმწიფოს კანონის უგულვებელყოფით, რადგან მხოლოდ კანონმორჩილი ერი ქმნის ძლიერ და ღირსეულ სახელმწიფოს, კანონდამრღვევი ერი კი უფრო ბრბოა, ვიდრე ერი, ხოლო მისი სახელმწიფო ბუტაფორიაა.

დანარჩენი, განცხადებები აჟიტირებული ადამიანებისა, რომელიც აცხადებენ ეგოისტურ სურვილს ზიარების და ტაძარში სიარულს, არის ცრუ რელიგიური ფსევდომორწუნეობა ხიბლსა და ამარტავნებაზე დაფუძნებული, რადგან რამდენიმე კვირიანი თმენა მოყვასთა სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით აღემატება საკუთარ რელიგიურ სურვილებს.

უამრავი წლის მანძილზე უდაბნოში განმარტოებული წმ. მარიამ მეგვიპტელი არც ტაძარში დადიოდა და არც ეზიარებოდა, მიუხედავად ამასა ის უდიდეს საღმრთო ნიჭებს მიეახლა და საკვირველებებს აღასრულებდა, მხოლოდ სიკვდილის წინ ღირს იქმნა წმინდა ზიარებისა ზოსიმე ხუცესის ხელით. ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ტაძარში არ ვიაროთ, არამედ იმას, რომ ჭეშმარიტ რწმენა და ღვთისმოსაობა ქვის ტაძრების გარეშეც აღესრულება და ისტერიული ვიშვივი, წივილი, არიქა ტაძარში ვერ გავაცდენ სიარულს ერთი თვეო, არის ხიბლისმიერი და ეგოსტური ვნება, რომელიც მთავარ მცნებას, მოყვასის სიყვარულს, შესაბმისად მისი სიცოცხლის გაფრთხილებას ფეხქვეშ თელავს.

ჯვრის თაყვანისცემა უპირველესად გულისხმობს არა ჯვრის როგორც უსულო ნივთის, არამედ ჯვრის, როგორც მსხვერპლის და საკუთარ სურვილთა თავშეკავების, მოყვასისათვის თავის დადების საღმრთო მცნების გააზრებას და შემეცნებას, სხვა შემთხვევაში ქრისტიანი კერპთაყვანისმცემელს ემსგავსება, რომელიც ფორმას აკერპებს, ხოლო შინაარსი არ ესმის,“ – წერს  ილია ჭიღლაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved