პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:
ინფორმაცია დღევანდელი აქციის მონაწილეებისთვის:Flightradar-ის საიტზე დღეს განთავსებულია ინფორმაცია რომლის თანახმადაც დღეს, 28 ნოემბერს, დილით სოხუმი-თბილისის რეისი შეასრულა აზიმუტმა!!!ვხვდებით ალბათ ეს რასაც ნიშნავს!
განახლება:
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენა არ შესრულებულა.
როგორც სააგენტო განმარტავს, ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია გარკვეულ სოციალურ გვერდებზე, რომლის მიხედვით, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რეისი შეასრულა სოხუმიდან თბილისის მიმართულებით, რაც არის www.flightradar24.com-ზე შეცდომით დაფიქსირებული მონაცემები.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ფრენა შესრულდა მინვოდიდან თბილისის მიმართულებით (AZO6153) ავიაკომპანია Azimuth-ის მიერ.















კომენტარები