• რეკლამა
  • კონტაქტი
13:23, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს სასამართლოზე მოწმედ გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ანდრია ლილუაშვილი იკითხება

ალია ავტორი - ალია
12:04 09-09-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

სუს-ის ექს შეფის საქმე – დღეს სასამართლო პროცესზე მოწმედ გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ანდრია ლილუაშვილი უნდა დაკითხონ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე მსჯავრდებული ანდრია ლილუაშვილი დაცვის მხარის მოწმეა.

  • სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ანდრია ლილუაშვილი ჩართული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ საქმიანობაში, რომელთა მფარველობას უზრუნველყოფდა მისი ნათესავის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მეშვეობით, რის სანაცვლოდაც გრიგოლ ლილუაშვილი ყოველთვიურად იღებდა სოლიდურ სარგებელს.

როგორც სხდომის დაწყებამდე პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა, საქმეში არსებული არაერთი მოწმე ამბობს, რომ ანდრია ლილუაშვილი არაერთხელ უნახავთ სუს-ში გრიგოლ ლილუაშვილთან.

სახელმწიფო მბრალმდებლის თქმით, ანდრია ლილუაშვილმა ქოლ-ცენტრების ხელმძღვანელებს  მფარველობა სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის მეშვეობით აღუთქვა.

ანდრია ლილუაშვილი რომ ინტენსიურად მიდიოდა სუს-ში გრიგოლ ლილუაშვილთან, ეს თვითონ ანდრია ლილუაშვილის საქმეზე გამოკვლული მტკიცებულებებით დადასტურდა მათ შორის, მათ შორის ჩვენ დავკითეთ მისი მძღოლი, რომელიც ძირითადად ოჯახს ემსახურებოდა, თუმცა იმ იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ანდრია ლილუაშვილთან ერთად იყო ის პირდაპირ შევიდა სუს-ში. ზოგს 3-ჯერ, ზოგს 4-ჯერ ჰყავს ნანახი. ეს ერთობლიობაში ადასტურებს მჭიდრო კავშირს.  

ჩვენ ვნახეთ გრიგოლ და ანდრია ლილუაშვილს შორის მიმოწერა – მაგალითისთვის რომ გითხრათ, გრიგოლ ლილუაშვილი იმ პერიოდისთვის სისტემატურად უგდება გარკვეული უძრავი ქონების სურათებს, მათ შორის არ იყო მხოლოდ სახლებზე საუბარი, მათ შორის იყო ფართებზე, მიწებზე – მიმდინარეობდა მსჯელობა რა ეყიდათ და რა არ ეყიდათ. ამავე  ქოლ-ცენტრის სხვა მმართველების და მფლობელების მიერ დადასტურებული არის ის, რომ ანდრია ლილუაშვილმა მათ მფარველობა აღუთქვა სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის მეშვეობით. ეს ერთი და მეორე, იმ შემთხვევაში თუ დაცვის მხარის ვერსია შესაძლოა ესეც იყოს, რომ ანდრია ლილუაშვილი  სუს-ს ატყუებდა, რომ თითქოსდა გრიგოლ ლილუაშვილისგან ჰქონდა პირობა, ამ მოცემულობასაც ბრალდების მხარე ვერ გაითვალისწინებს, რადგან ადამიანები ყვებიან შემთხვევას, როდესაც  შევიდნენ ერთ-ერთ ქოლ-ცენტრში სხვა დაჯგუფების წევრები და ითხოვდნენ მფარველობის გადაცემას, თუმცა შემდეგ როდესაც გაირკვა, რომ ეს ლილუაშვილების მფარველობის ქვეშ არსებული ქოლ-ცენტრი იყო, დაურეკეს ქოლ-ცენტრების ხელმძრვანელებს და ბოდიში მოუხადეს”, – აცხადებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.  

დაცვის მხარის მტკიცებით კი საქმეში არანაირი მტკიცებულება  არ არსებობს, რომ ანდრია ლილუაშვილს ფულადი თანხები მიჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან სუს-ში.

ლილუაშვილის ადვოკატი, ლანა ცერცვაძე პასუხობს ბრალდების მხარის ბრლადებებსსაც გრიგოლ და ანდრია ლილუაშვილს შორის ქონების შესახებ მიმოწერის შესახებს და ამტკიცებს, რომ არცერთი ამ ქონებათაგანი ანდრია ლილუაშვილს არ შეუძენია.

საქმეში არანაირი მტკიცებულება  არ არსებობს, რომ ანდრია ლილუაშვილს ფულადი თანხები მიჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან . ფიზიკურად არცერთი ის უძრავი ქონება, რომელიც ანდრია ლილუაშვილს უნდოდა შეეძინა სესხით, არცერთი უყიდია. არ არის ის არც ანდრიას სახელზე და არც საახლობლო წრეში არსებულ არცერთ პირზე არ არის. ვინ სად შევიდა და რა ბოდიშები იხადა, თუ ასეთი ფაქტი იყო, მაშინ ბრალდებსი მხარეს პროცესზე უდნა წარმოედგინა ის მოწმეები, რომლებიც  თურმე სადღაც შესულან, გაუგიათ ვიღაცის მფარველობის შესახებ, თუნდაც გრიგოლ ლილუაშვილის თაობაზე და შემდგომ ბოდიში მოუხდიათ და უკან გაბრუნებულან, ანუ არ შეუსრულებიათ მათთვის კანონით დაკისრებული მოვალეობა. ანუ კანონი დაურღვევიათ. მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ. არამც თუ სუს-ში, არსად და არასდროდ გრიგოლ ლილუაშვილისთვის ანდრია ლილუაშვილს თანხები მიტანილი არ აქვს”. – ამბობს ადვოკატი ლანა ცერცვაძე. 

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 23 სექტემბრამდე უნდა გამოცხადდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved