• რეკლამა
  • კონტაქტი
03:41, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს ნიკოს დღეა, „მომავლის ბიჭის“ დღე, ბიჭისა, რომელიც მოამავალში კი არა, უსასრულობაში გავაცილეთ…” – ბერდია კალანდია

ალია ავტორი - ალია
02:38 08-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18

ჟურნალისტი, გამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:

„მომავლის ბიჭი“, რომელიც მომავალში კი არა, სადღაც იქ, უსასრულობაში გავაცილეთ…

ჰო, ნიკო კვარაცხელია დღეს 27 წლის გახდებოდა…

27 წელი… ციფრები, თითქოს, არაფერს ამბობენ, მაგრამ აქედან მხოლოდ 23 წელი იყო დედამიწაზე, თან ისე ატარა დედამიწელის სახელი, რომ წასვლის მერეც უამრავი სიყვარული, სითბოთ და იმედი დატოვა…

ნიკო – სუფთა, ნათელი, მხიარული და უსაზღვრო გეგმების ბიჭი, პერსპექტივა, რომელსაც ყველა, „მომავლის ბიჭს“ ეძახდა.

ბიჭი, რომლის თვალებშიც იმედის ცა ირეკლებოდა და… რომელიც მუხანათურად მოგვიკლეს!

ნიკო… „მომავლის ბიჭი“ – ასე ეძახდა ყველა, ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია, მაგრამ… იმ საშინელმა დღემ ყველაფერი წაგვართვა.

იმ დღეს მხოლოდ ნიკო კი არა, ოცნებები, სიხარული, მომავალი და იმედი მოკლეს…

რატომ?- ესაა კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ არსებობს… და დღემდე დაუჯერებელია მკვლელობის ოფიციალური ვერსია, ვერსია, რომლისაც უპირველესად, დედას არ სჯერა…

დღეს ნიკოს დღეა, „მომავლის ბიჭის“ დღე, ბიჭისა, რომელიც მოამავალში კი არა, სადღაც იქ, უსასრულობაში გავაცილეთ…

ნეტავ, რა ხდება იქ, უსასრულობაში, სადაც ახლა ნიკოა?!
ნეტავ, იქ, თუ აღნიშნავენ ნიკოს დაბადების დღეს?!
ნეტავ, იქ, სადაც ახლა ნიკოა, ტორტზე სანთლებს თუ აუნთებენ და Happy Birthda-ს უმღერებენ?!
ნეტავ…!

და უამრავი „ნეტავ“ და კიდევ უფრო უამრავი კითხვა, რომელზე პასუხიც არ არსებობს…

ნიკო, „მომავლის ბიჭო“, შენი წასვლით გამოწვეული ტკივილი არასდროს განელდება, მაგრამ შენ ხარ ბიჭი, რომელიც მუდამ აქვე, ჩვენს გვერდით იქნება და რომელიც სამარადჟამოდ გაგვახსენებს, რომ სიკეთე, ზოგჯერ მარცხდება, მაგრამ დედმიწაზე ბოროტებას გამარჯვება მაინც არ უწერია!

დაბადების დღეს გილოცავთ, ნიკო!

როგორც ამბობენ, ცხოვრება ყოველთვის არ არის მარტივი, მაგრამ მასში იმალება რაღაც ძალა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, როდესაც გვჭირდება წონასწორობისა და შიდა ძალის აღმოჩენა.

გამძლეობა სწორედ ის არის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ნიკოს მშობლებს, იზა და გიას და მთელს მის ოჯახს.

გამძლეობა…..

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved