• რეკლამა
  • კონტაქტი
06:16, ხუთშაბათი, 14 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს, ნაშუადღევს მიკი გარდაიცვალა, მიკიზე არავინ დაწერს ან ვინ უნდა დაწეროს – რა დროს მიკია?” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
00:50 10-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,362

მწერალი, გიორგი კეკელიძე:

დღეს, ნაშუადღევს მიკი გარდაიცვალა. ჩემი მეზობლის ძაღლი. მიკიზე არავინ დაწერს ან ვინ უნდა დაწეროს – რა დროს მიკია?

მაგრამ მე ვწერ. მე ვეღარავინ მიწყვეტს, რა დროს რა უნდა ვიდარდო, რა დროს და როგორ. ამიტომაც არ დავურთავ ამ წერილს სავალდებულო და თითქოს ბოდიშისმაგვარ წინადადებას, ამგვარი დასაწყისით: ,,მაშინ, როცა..”

ხოლო მიკი წავიდა ჩუმად. არც უტირია, არც ხმა გაგვიგია მისი. უბრალოდ იწვა და იყურებოდა. ცოტა გაკვირვებული. ალბათ სიცოცხლეს უყურებდა, როგორც უცნაურ გაუგებრობას, ისე უცებ რომ ჩაირბინა, როგორც გამცილებელი ნათესავის ბავშვი ჩაირბენს ხოლმე სადგურზე ვაგონის ფანჯარასთან, როცა მატარებელი დაიძვრება.

მიკი იყო პატარა ძაღლი, სწრაფი, არა – უსწრაფესი, წარმოუდგენლად მოუსვენარი. თან მშიშარა და თან მოსიყვარულე. ცახცახით წვებოდა და ასე ითხოვდა მოფერებას. მიკი ერთი წლისაც არ იყო და მიკი ხშირად დადიოდა ჩვენთან სტუმრად. ცუგი, კუსა და მიკი თამაშობდნენ. ესენი დიდები ტანად – ის ძალიან პატარა. გუშინ მიკი ცუდად გახდა, დილიდან არც ჭამა და არც წყალი დალია. ბანცალით მოვიდა და იქ დაწვა, სადაც თამაშისას წვებოდა ხოლმე და აღარ ინძრეოდა. ცუგი და კუსა გაკვირვებული უყურებდნენ მიკის და მერე მიკი წავიყვანეთ ექიმთან და იქ თითქოს უკეთ გახდა შუაღამისას და მერე ექიმმა თქვა, რომ ახლა წაიყვანეთ სახლში და ხვალ შევხედოთ. რადგან ექიმებმა ხშირად არ იციან, რა არის სიცოცხლე, რომ სიცოცხლეს ჭირდება დღეს შეხედვა – ბოლომდე, თუ დღეს არ შევხედეთ – ხვალ ვეღარ შევხედავთ. მაგრამ ექიმმა რაც თქვა, ეგ თქვა. ექიმმა გადასხმა სხვა ძაღლს დაუდგა და ჩვენ მიკი წამოვიყვანეთ.

დღეს, ერთ სკოლაში ბავშვებს ვხვდებოდი, როცა მეზობელმა გოგომ მომწერა: ,,გიორგი, მიკი მოკვდა!” და მე მომინდა, რომ მეტირა, მაგრამ გამახსენდა, რომ ძაღლის გამო ტირილი, მით უფრო ხალხში, ალბათ სირცხვილია – ,,მაშინ, როცა…”

და არ ვიტირე. მერე მანქანაში, ყველა ვიდეო წავშალე, სადაც მიკი იყო, რადგან ვიცოდი, რომ ვერ იქნებოდა იოლი საქმე მათი ცქერა. ადამიანმა კიდევ სიცოცხლის გასაძლებად დავიწყება გამოიგონა. ყველა წავშალე ან შეიძლება დამრჩა რომელიმე, უფრო ძველი. მერე წავშლი.

ახლა ვტირი და ზუსტად ვიცი, რომ ადამიანმა უნდა იტიროს ძაღლი. მათ შორის ,,მაშინ, როცა ერთმანეთს ხოცავენ”, რადგან ვინც ხოცავს, იმიტომ ხოცავს, რომ მას არ ასწავლეს რა არის სიცოცხლე. ან არ ისწავლა. და ტირილი არ შეუძლია.

დღეს მიკი სხვაგან დაიძინებს, მაგრამ ვიცი, რომ შუაღამისას ადგება და ჩვენთან მოვა. ჩემი, კუსას და ცუგის სიზმარში. და ეს სიზმარი იქნება ერთიანი. და მზიანი. და თბილი.

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

„გრინ კროპს დისტრიბუშენი” – სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„გრინ კროპს დისტრიბუშენი” – სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:34 08-13-2025
საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

12:32 08-13-2025
ფრანგული ჭერის 7 უპირატესობა და 1 ნაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო
ახალი ამბები

ფრანგული ჭერის 7 უპირატესობა და 1 ნაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო

16:10 08-12-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა:  ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია

14:41 08-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved