დღეს ბრიუსელში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდება. დავიდ სასოლისთან საუბრის მთავარი თემა საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავება, 2024 წელს ორგანიზაციის წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად ქვეყნის მომზადება,საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რეფორმების დღის წესრიგი იქნება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და დღის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან კახა კუჭავა ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი დოკუმენტის იმპლემენტაციის მიმართ მმართველი გუნდის სრულ მზადყოფნაზე გაამახვილებს ყურადღებას და კონსტრუქციულ რეჟიმში პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რათა რეფორმებზე ყურადღების კონცენტრაცია მოხდეს.
კახა კუჭავასთან ერთად ბრიუსელში მაკა ბოჭორიშვილი და ლევან იოსელიანი იმყოფებიან.
კომენტარები