• რეკლამა
  • კონტაქტი
00:14, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს ისმის ხმა “მეტაადამიანის” შესახებ და განდიდებულია ხელოვნური ინტელექტი” – მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე

ალია ავტორი - ალია
20:53 12-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
200
მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე [2024]:

პატიოსანნო ძმანო იერარქნო და უფალში კურთხეულნო შვილნო,

ზეგარდმო კეთილგანწყობით წელსაც მოვაღწიეთ ღვთის სიტყვის ხორციელად შობის ყოვლადსადღესასწაულო დღემდე, რომელიც მოვიდა დედამიწაზე და „გამოუთქმელი კაცთმოყვარებით“ შეგვიკავშირდა ჩვენ. ფსალმუნებით, საგალობლებითა და აღმოუტყველი სიხარულით მივაგოთ პატივი განკაცების დიდ საიდუმლოს, „ყოველივე ახალზე უახლესს და ერთადერთ სიახლეს მზისქვეშეთში“, რომლის მეშვეობითაც ადამიანს მადლით განღმრთობის გზა ეხსნება და მთელი შესაქმე განახლდება. ქრისტეშობა არ არის განცდა გრძნობებისა, „რომლებიც სწრაფად ჩნდებიან და კიდევ უფრო სწრაფად ქრებიან“, არამედ არის არსებითი მონაწილეობის მიღება საღვთო განგებულების მთელ მოვლენაში. როგორც მახარებელი მათე მოწმობს, ამა სოფლის მთავარს სურდა, რომ გაენადგურებინა საღვთო ყრმა. მორწმუნეებისათვის ღმერთი მამის ძისა და სიტყვის შობის დღესასწაულის საგალობელ „ქრისტე იშვების“-თან ერთად მუდამ ჟღერს სიკვდილზე გამარჯვებისა და საყოველთაო აღდგომის მოლოდინის კეთილმაუწყებელი საგალობელი „ქრისტე აღდგაც“.

“დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა” კვლავაც გაისმის ძალადობებით, სოციალური უსამართლობითა და ადამიანური ღირსების დაცემით სავსე სამყაროში, მეცნიერებისა და ტექნიკის გასაოცარი პროგრესი ვერ აღწევს ადამიანის სულის სიღრმეში, ვინაიდან ადამიანი ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე ის, რისი შეცნობაც მეცნიერებას შეუძლია და ვიდრე ის, რაც ტექნიკური პროგრესით განისაზღვრება. ადამიანის ყოფიერებაში არსებული უფსკრული ცასა და მიწას შორის მეცნიერული გზით ვერ ამოივსება.

დღეს ისმის ხმა “მეტაადამიანის” შესახებ და განდიდებულია ხელოვნური ინტელექტი. ცხადია, რომ ოცნება “ზეადამიანის” შესახებ ახალი არ არის. იდეა “მეტაადამიანის” შესახებ ეფუძნება ტექნოლოგიურ პროგრესსა და ადამიანის გამოცდილებასა და ისტორიაში უპრეცედენტო საშუალებებით მის აღჭურვას, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დღესდღეობით არსებული ადამიანური საზომის დაძლევა. ეკლესია არაა ტექნოლოგიის წინააღმდეგი. სამეცნიერო ცოდნას იგი “ადამიანისთვის ღმრთივბოძებულ ძღვენად” აღიქვამს, თუმცა არ ივიწყებს და არ დუმს იმ საფრთხეებზე, რაც მეცნიერებიდან მომდინარეობს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების ენციკლიკაში” (კრეტა, 2016) აღნიშნულია ქრისტიანობის წვლილი “გარეშე კულტურის განვითარებაშიც”, ვინაიდან ღმერთმა “ადამიანი საღვთო შემოქმედების განმგებლად და სამყაროში თავის თანამშრომლად დაადგინა “. შედეგად, “მართლმადიდებელი ეკლესია თანამედროვე ანთროპო-ღმერთის ნაცვლად წარმოაჩენს ღმერთკაცს, როგორც ყოველთა საზომს. განღმრთობილ ადამიანს კ არ ვამბობთ, არამედ განკაცებულ ღმერთს (იოანე დამასკელი, მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნით გარდამოცემა)”.

კითხვაზე, თუ როგორ გადარჩება “პიროვნების კულტურა”, სიწმინდის პატივისცემა და მისი მშვენიერების წარმოჩენა უკანასკნელ, “მერვე დღემდე, ამ ტექნოლოგიური კულტურისა და მისი წინსვლებითა თუ უკუსვლებით სავსე გარემოში, “მეტაადამიანისა” თუ “ზეადამიანის” ანთროპოთეისტურ საშუალებებში – პასუხი ერთხელ და სამუდამოდაა გაცემული ღმერთკაცობრიობის საიდუმლოთი. ღმერთი სიტყვა ხორცი გახდა, „მოვიდა ჭეშმარიტება“ და „წარხდა აჩრდილი“. ადამიანისთვის მარადიული გამართლება, როგორც პასუხი მასთან ღვთის ჩამოსვლისა და როგორც დიდების მეუფის მოლოდინი. დაკავშირებულია ღმერთთან მის ურთიერთობასთან. ეს ცოცხალი რწმენა განამტკიცებს ადამიანის ღვაწლს, რომ გაუმკლავდეს თავის მიწიერი ცხოვრების გამოწვევებს.

ქრისტესშობა შანსია იმისა, რომ გავაცნობიეროთ ღვთის თავისუფლების საიდუმლო და ადამიანის თავისუფლების დიდი საოცრება. ქრისტე აკაკუნებს ადამიანის გულის კარზე, თუმცა მხოლოდ თავისუფლებით პატივდებულ ადამიანს შეუძლია მისი გაღება. „ცხადია, მის გარეშე, ქრისტეს გარეშე“ – წერს ნეტარხსენებული გიორგი ფლოროვსკი – „ადამიანს არ შეუძლია არაფრის გაკეთება. თუმცა, არსებობს რაღაც, რაც მხოლოდ ადამიანის მიერ შეიძლება გაკეთდეს – შეეგებოს ღვთის მოწოდებას და შეიწყნაროს ქრისტე“.

ზეგარდმო მოწოდებაზე „კი“-ს პასუხით გვეცხადება ქრისტე, როგორც „ჭეშმარიტი სინათლე“, როგორც „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“, როგორ ადამიანის ესქატოლოგიური კითხვების, გონების მეძიებლობის, გულის სურვილებისა და იმედების პასუხი, შესაქმის „საიდან“ და „საითკენ“. ვეკუთვნით ქრისტეს, რომელშიც შეერთებულია ყოველივე. ქრისტე არის „ანი“ და „ჰოე“, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული. „ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის“ ნებსით განკაცებისას ღვთის ლოგოსმა „არათუ ადამიანთაგან ერთი იმკვიდრა, არამედ ადამიანთა ბუნება გარემოიცვა თავის ჰიპოსტასით, რითაც კაცობრიობის საყოველთაო საუკუნო დანიშნულება და ერთიანობა დაასაფუძვლა. იგი არ ათავისუფლებს რომელიმე ერს, არამედ ადამიანთა მთელ მოდგმას. არა მხოლოდ მაცხონებელ ყოფს ისტორიას, არამედ განაახლებს მთელს შესაქმეს. ისტორიისთვისაც და მთელი სამყაროსთვისაც ძალაშია „ქრისტეს შობამდე“ და „ქრისტეს შობის შემდეგ“ ტერმინთა კანონიერება. სამყაროში, ისტორიასა და უკანასკნელი ჟამისაკენ და მამის, ძისა და წმინდა სულის ზეციური სასუფევლის დაუღამებელი დღისაკენ მთელი თავისი მსვლელობის განმავლობაში „არა ამის სოფლისაგანი“ ეკლესია, რომელიც თავის განმწმენდელობით და სულიერ საქმეს ახორციელებს „სოფლისა ცხოვრებისათვის“, მოწმობს ჭეშმარიტების შესახებ.

ძმანო და უფლისმიერ შვილნო,

კეთილმსახურებით ვიდრეკთ რა მუხლს ყრმის მპყრობელი ღვთისმშობლის წინაშე და სიმდაბლით ვცემთ თაყვანს ჩვენი სახის მიმღებ „პირველითგან მყოფ სიტყვას“, ყოველ თქვენგანს ვუსურვებთ კურთხეულ წმინდა თორმეტდღეულსა და ბედნიერ, ჯანმრთელ, მშვიდობიან, კეთილი საქმეებით ნაყოფიერ, სულიერი სიხარულითა და საღვთო წყალობებით სავსე უფლის სიტკბოების ახალ წელს, რომელშიც მთელი ქრისტიანული ერთად იდღესასწაულებს და პატივს მიაგებს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700-ე წლისთავს.

ქრისტესშობა 2024.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved