• რეკლამა
  • კონტაქტი
06:56, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს ერთმორწმუნეობას ამოფარებული რუსეთის სახით საქართველოს ეშმაკი ეცხადება და მის შთანთქმას ცდილობს”- არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია

ალია ავტორი - ალია
15:55 12-29-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
423

დღეს ერთმორწმუნეობას ამოფარებული რუსეთის სახით საქართველოს ეშმაკი ეცხადება და მის შთანთქმას ცდილობს – ამის შესახებ სამების ტაძრის არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელიამ ქადაგებისას განაცხადა.

“ყველამ ვნახეთ პატრიარქის წერილი, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს განვითარებისა და განმტკიცებისთვის. მაგრამ სამწუხაროდ მისი ეს რჩევა არ ისმინეს. ვხედავთ ქართველი ხალხი როგორ გამოხატავს პროტესტს, მაგრამ მმართველ ძალას არც საკუთარი ხალხის ხმის ესმის. ვხედავთ ცივილური სამყაროს მოწოდებებს, არც მათ რჩევებს ითვალისწინებენ. ამის სანაცვლოდ საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის და საბჭოთა არმიის ენაზე ესაუბრებიან. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მათ გონება აქვთ წართმეული.

ყველაზე დიდი სასჯელი ღვთისგან არის გონების წართმევა. გონებაწართმეულია ის ადამიანი, რომელსაც დაკარგული აქვს სწორად განსჯის უნარი და არც სხვის შეგონებას ისმენს. ამის მაგალითი გვაქვს ბიბლიიდან, ფარაონის შემთხვევა […] ფარაონს გონება ჰქონდა წართმეული, ვერ ხვდებოდა, რომ ებრაელი ერი უნდა გაეთავისუფლებინა და არც მოსეს შეგონებას ისმენდა. დღეს ქართველი ერი ეუბნება ფარაონს, რომ გაუშვას და მისცეს იმის ნება, რომ აღასრულოს თავისი ისტორიული არჩევანი, მაგრამ სამწუხაროდ ფარაონს გული აქვს გაფიცხებული, დასჯილია და გონება აქვს წართმეული ღვთისგან. ზოგიერთს იმ დონეზე აქვს გონება წართმეული, რომ სასჯელი ჯილდო გონია და სანქციას ჯილდოს უწოდებს […]

დღეს ერთმორწმუნეობას ამოფარებული რუსეთის სახით საქართველოს ეშმაკი ეცხადება და მის შთანთქმას ცდილობს, ზოგიერთი ვერ ამჩნევს ამას, ზოგიერთი კიდევ ხედავს ამ ყველაფერს და მაინც ურჩევნია ამ ეშმაკთან ურთიერთობა და მიყიდული აქვს საკუთარი სული და სამშობლო. ამ ყველაფრის სანაცვლოდ მისგან იღებს მიწიერ ფუფუნებას და კეთილდღეობას. ასევე შეცდომაში შეჰყავთ სხვებიც და ეუბნებიან, რომ ამ ერთმორწმუნეობას ამოფარებული რუსეთის უკან ნათლის ანგელოზი დგას. გავიხსენოთ რა შედეგები მოგვცა რუსეთთან ურთიერთობამ: გაუქმებული ავტოკეფალია, გაუქმებული სახელმწიფოებრიობა, ქართული იდენტობის აღმოფხვრის მცდელობა, ოკუპირებული ტერიტორიები და უამრავი უბედური რამ. ამ ყველაფრის შემდეგ როგორ შეიძლება მას ენდო.

სასულიერო პირი თავისი სიმართლის ქადაგებით ადამიანს გზას უნდა უნათებდეს. სასულიერო პირი რომელიც ადამიანებს ატყუებს, სიცრუეს ქადაგებს და ძალადობას აორგანიზებს ის არის ჩამქრალი სანთელი. ის არაა ქრისტეს მღვდელი, ის უფრო ეშმაკის მღვდელია. ამბროსი ხელაიას ღვაწლი დღესაც უნათებს ქართველებს გზას, რადგან ის თავის დროში არ დუმდა და არსებულ პრობლემებს პასუხობდა და ბოროტებას ებრძოდა.

საქართველოს ისტორიაში იყვნენ მაძღარი მონები, რომლებიც თანამდებობაზე იყვნენ და სამწუხაროდ დღესაც ყოფილან,” – განაცხადა არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved