ყოფილი პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე მისი მორიგი წერილი გავრცელდა. მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხის გისოსებიდან მიესალმა მხარდამჭერებს.
სააკაშვილი:
“დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა – “მიყვარხართ” და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია. დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო! შეიძლება ყოველდღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველდღე ვძლიერდები.”
კომენტარები