საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
“საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შანსი თავისი მომავლისთვის. დღეს არის ჩემთვის პირადად მძიმე დღე.
მე არ ვიცნობდი ნიკას, მაგრამ ვიცოდი რას აკეთებდა და მინდა ვუთხრა ყველას, ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რაც ხდება საქართველოში, დაუსჯელობის გარყვნილების თავგასულობის, ამ ყველაფრის წახალისების, საქართველოს ჭაობად ქცევის, სადაც ნიჭიერი ადამიანი ვეღარც ჩერდება და საერთოდ ვეღარც ცოცხლობს. ეს ჭაობი თუ არ დასრულდა, ჩვენ არანაირი შანსი არ გვაქვს მომავლის”
კვარაცხელია გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს. ის ხეჩინაშილის კლინიკაში დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა. ირკვევა, რომ 22 წლის ბიჭს თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირისპირების შემდეგ კი მან კვარაცხელიას მისამართით 9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა. ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.
კომენტარები