• რეკლამა
  • კონტაქტი
14:00, სამშაბათი, 13 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დღეს ანგარიშია: ქართული ოცნება – ნაცმოძრაობა 2 : 0” – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
19:20 12-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
671

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,2:0 (ორით ნოლო)

ძალიან საინტერესოა რეაქციები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე.

მიხეილ სააკაშვილი თავისი პირადი წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის პირით აცხადებს: „მან დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა… ქართველი ხალხი აღარ აირჩევს შიმშილს, სიღარიბეს, სიბნელეს, უმუშევრობას და აღარ აირჩევს ემიგრაციას!“ ნაცტელევიზიების ჟურნალისტები კი ცდილობდნენ აქცენტი გაეკეთებინათ ბიძინა ივანიშვილის „ოლიგარქობაზე“, რომელიც, მათი აზრით, ხელს შეუშლის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, აგრეთვე კორუფციის რისკებზე, რომელიც თავად ივანიშვილმა ახსენა (ეს „რისკები“ ნაცჟურნალისტებმა კორუფციის არსებობის აღიარებად მონათლეს). ხაბეიშვილების, ვაშაძეების, თაკო ჩარკვიანებისა და სხვა წვრილფეხობის ერთიან დაზეპირებულ ტექსტებს აღარ შევეხებით, რადგან მათ განცხადებებში აშკარად გამოსჭვივის სასოწარკვეთილი, ბოღმისგან გულგახეთქილი და შუბლისძარღვგაწყვეტილი, პოლიტიკას მიტმასნილი არსებების ხვაშიადი, რომლებიც ცდილობენ დამალონ თავიანთ ლუზერობა და საზოგადოებას თავი ყინჩად წარმოუჩინონ.

რაც შეეხება სააკაშვილის გამხმოვანებელი სოფო ჯაფარიძის ორ წინადადებაში ჩამოყალიბებულ მტკიცებას:
1. თითქოს ამ ნაბიჯით ბიძინა ივანიშვილმა „საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა“. მე მგონი, პირიქით, რადგან თუ ივანიშვილი არ-ფორმალურად მართავდა ქვეყანას, მაშინ იგივეს რატომ ვერ გააგრძელებდა? ყველამ იცის, რომ შეუძლებელია პროცესების მართვა შორეული ბრაზილიიდან, თუ ყოველდღიური პროცესების მაჯისცემაზე მუდმივად არ გიდევს ხელი. ვერავითარი ტელეფონი და ინტერნეტი ვერ შეცვლის უშუალო მართვის პროცესს. მით უმეტეს, ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე მიუღებელი თავისი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაა. ასე რომ, ჭეშმარიტებას ჰგავს ის ინფორმაცია, რომ მას კონსულტაციები ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მართლაც მხოლოდ 2-3 ლიდერთან ჰქონდა და ისიც, პერიოდულად.
2. რაც შეეხება სააკაშვილის გამხმოვანებელი სოფო ჯაფარიძის მეორე თეზისს: „ქართველი ხალხი აღარ აირჩევს შიმშილს, სიღარიბეს, სიბნელეს, უმუშევრობას და აღარ აირჩევს ემიგრაციას!“ ანუ, ის და მისი ბელადი გვიმტკიცებენ, რომ დღეს საქართველოში 2004-12 წლებთან შედარებით მეტი სიღარიბე, სიბნელე, უმუშევრობა და ემიგრაციაა. კი მაგრამ, მართლა ბნელა?! სკოლის მოსწავლესაც კი შეუძლია შეადაროს დღევანდელი და იმდროინდელი პენსიები, ხელფასები, ხალხის მსყიდველობითი შესაძლებლობები, უმუშევრობის და ემიგრაციის დონე, ავტომობილების გასამმაგებული რაოდენობა, რამაც ახალი პრობლემა შექმნა და ერთიან საცობებად აქცია მთელი თბილისი, სახელმწიფო დაზღვევის ხარჯზე გაჩენილი გამოკვლევების, მკურნალობისა და ოპერაციების ჩატარების გაათმაგებული შესაძლებლობები, ყოველდღიურად გადაჭედილი კაფეები და რესტორნები. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ჩვენთან პრობლემები ან ღარიბი ადამიანები არ არსებობენ (ასეთი ქვეყანა არც არსებობს), მაგრამ ზღვარგადასული უნამუსობაა, როდესაც ეს მავნებლები დღევანდელ ხელისუფლებას ამუნათებენ, თითქოს მათი მმართველობის პერიოდთან შედარებით საქართველოში დღეს უფრო მეტი შიმშილი, სიღარიბე, სიბნელე, უმუშევრობა და ემიგრაციაა.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ წარსულშია დარჩენილია სახურავებზე შემოყრილი გვამები, წაგებული ომი და დაკარგული ტერიტორიები, ფეხქვეშ გათელილი ადამიანის უფლებები, წამებები, რეკეტი, გაკულაკება, ქუჩებში ჩახოცილი ბიჭები, ტელევიზიების წართმევები, ქართული ინტელიგენციის ჩარეცხვა, ახალგაზრდების ბუჩქებისკენ მიდევნა, ეკლესიის წინააღმდეგ ომის გამოცხადება, რომელსაც ოპოზიციაში გადასულებიც აგრძელებენ. “ცივილიზებული, დემოკრატიული” მსოფლიოს დუმილი, თითქოს აქ ფაშიზმი კი არა, დემოკრატია ყვაოდა, “დემოკრატიის შუქურად” დიქტატორული მმართველობის მონათვლა აშშ ს პრეზიდენტის მიერ და ა. შ.

ხალხი ბრძენია. ფეისბუქს გადახედეთ და გაოცდებით, როდესაც დაინახავთ, რამდენი ხალხი გამოხატავს დაუფარავად სიხარულს და ბედნიერებას ბიძინას დაბრუნებით. ოპოზიცია ყველას ან მათ უმრავლესობას ტროლებად და ბოტებად მონათლავს, რად¬გან მათ ასე სჭირდებათ, მაგრამ თავადაც კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში სამართლიანო-ბასთან, სიკეთესთან და ბრძოლისუნარიანობასთან ასოცირდება. იმიტომაც უხარიათ, რომ დღეს ქვეყანაში არსებულ ბევრ პრობლემასთან მთავარ მებრძოლად და იმ რისკების დამძლევად ეგულებათ ის, რომელზეც თავად მის სიტყვაში მარტივად და გასაგებად იყო საუბარი.

რაც შეეხება ნაცჟურნალისტების მიერ „ოლიგარქობის“ თემაზე „მიწოლას“. დარწმუნებული ვარ, მათ ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ იციან და თუთიყუშივით იმეორებენ ამ ტერმინს რედაქტორებისგან მიღებული დავალების შესრულების მიზნით. იგივე შეიძლება ითქვას იმ ევროპარლამენტარებზე, რომლებიც სხვადასხვა ინტერესების გამო უჭერენ მხარს სრულიად აბსურდულ რეზოლუციებს. ვიცი, ამის წაკითხვას უდიდეს მკრეხელობად და მიუტევებელ ცოდვად მიიჩნევენ ისინი, ვინც მონური მოწიწებით ისმენენ ყველა უცხოელის და მით უმეტეს, უცხოელი პოლიტიკოსის „გენიალურ“ აზრებს, რადგან თითქმის ყველა ევროპელი და ამერიკელი ნებისმიერ ქართველზე ჭკვიანად მიაჩნიათ, მაგრამ მათაც უნდა გაიგონ ადრე თუ გვიან, რომ ანგარება, შური, მტრობა, ფარისევლობა, მოღალატეობა, ბოღმა და უვიცობა ყველგან არსებობს, ევროპელშიც, ამერიკელშიც და ქართველშიც და რომ ამ მანკიერებებს ეროვნება არ გააჩნია.

ასე რომ, როგორც ნაცებს უყვართ ხოლმე ანგარიშების აღნიშვნა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით პირველი დიდი დარტყმა მიიღეს ნაცებმა და მათმა ანასხლეტებმა, ხოლო მეორე დარტყმა ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნება იყო. ამიტომ, დღეს ანგარიშია: ქართული ოცნება – ნაცმოძრაობა 2 : 0”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved