• რეკლამა
  • კონტაქტი
00:27, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს, 30 ივლისს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ აბაშაში 31-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა

ალია ავტორი - ალია
16:03 07-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

“ლელოს” ლიდერებს აბაშაში ადგილობრივი მოსახლეობა შეხვდა. მათ რაიონის პრობლემებზე ისაუბრეს და ის გეგმები განიხილეს, თუ როგორ უნდა დაძლიოს აბაშამ არსებული დაბრკოლებები. „ლელოს“ აბაშის რაიონულ ორგანიზაციას გელა თოფურია უხელმძღვანელებს.

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ქვეყანას გამარჯვების გზაზე არსებული ხელისუფლება და მისი მმართველი რუსი ოლიგარქი ეღობება, რომელიც ემსახურება ოკუპანტ ქვეყანას და ქართველ ხალხს უნერგავს შიშს.
„დღეს აქ შეგვკრიბა იმ პროტესტმა, რომელიც ყველა ოჯახშია. უიმედობა, სიღატაკე, უმუშევრობა და, რაც ყველაზე მთავარია, ქართული ოცნების 8 წლიანი ჩანერგილი იდეოლოგია, რომ ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, ქართველებს, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან, დავემატოთ იმ მილიონნახევარ ქართველს, რომელიც უკვე ემიგრაციაშია. „ლელო“ სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ამ ქვეყანაში დააბრუნოს იმედი, ის ახალგაზრდა, ნიჭით  სავსე ხალხი, რომელიც ქვეყნიდან გააქციეს. ისინი უნდა დაბრუნდნენ, დადგნენ ჩვენს გვერდით და  ეს ქვეყანა გაიყვანონ გამარჯვების გზაზე. მაგრამ ამ გზაზე გვეღობება ეს ხელისუფლება და მისი მმართველი რუსი ოლიგარქი, რომელიც ემსახურება ოკუპანტ ქვეყანას და ქართველ ხალხს უნერგავს შიშს, რომ თუ ვიღაცას მხარს დაუჭერ ან განსხვავებულად იაზროვნებ, სოციალურ დახმარებას მოგიხსნიან და  მსგავსი შანტაჟი. ეს არის ადამიანი, რომლის ბრძანებითაც გაჩერდა ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის მქონე პროექტი, საუკუნის პროექტად წოდებული ანაკლია. თუ გვინდა, რომ შვილებს გაერთიანებული საქართველო დავუტოვოთ, ამის გასაღები არის თითოეული ადამიანის სიძლიერე. ამ ბრძოლისთვის ვართ შექმნილი ჩვენ. თქვენც დადგებით ჩვენს გვერდით, რადგან არ მაინტერესებს, ვის უჭერდით მხარს წინა წლებში, მეც ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დღეს ყველანი ერთად ვდგავართ სიმართლის მხარეს,“- მამუკა ხაზარაძე.

“ლელოს” გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ქართველ ხალხს პოლიტიკური ურჩხული ჰყავს დასამარცხებელი, რომელიც ქვეყანას განვითარებაში უშლის ხელს. 
„30 წლის წინ, როდესაც მოვედი პოლიტიკაში, ძალიან დიდი ურჩხული გვყავდა დასამარცხებელი კომუნისტური წყობის სახით. ჩვენ ისინი დავამარცხეთ და მოვიპოვეთ თავისუფლება, თუმცა ვერ შევძელით, გავთავისუფლებულიყავით დრომოჭმული აზროვნებისაგან, რომელსც თავს გვახვევდნენ ჩვენი პოლიტიკოსები. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი გახდა. გვაგუებენ იმას, რომ ჩვენ ვართ დამარცხებული ქვეყანა და არ შეგვიძლია, განვვითარდეთ. დღესაც მსგავსი პოლიტიკური მონსტრი გვყავს დასამარცხებელი, მმართველი გუნდის სახით. უარი უნდა ვუთხრათ ტყუილზე აგებულ პოლიტიკას, ცრუ დაპირებებს და ამას აუცილებლად შევცვლით,“- ბადრი ჯაფარიძე.  

აბაშაში რაიონული ორგანიზაციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა „ ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველი ერი მმართველ გუნდს არ აპატიებს ქვეყნის უკუსვლას. 
„ჩვენ არ ვაპატიებთ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომლებმაც იკადრეს და გვითხრეს, რომ ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეთ, იკადრეს და გვითხრეს, რომ ბავშვების შიმშილი, მოხუცების უიმედობა, განუვითარებლობა არის ნორმალური, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ნორმალური. ჩვენ დავრჩებით ჩვენს ქვეყანაში და მისი განვითარებისთვის ვიბრძოლებთ,“- გრიგოლ გეგელია. 

„დღეს აქ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად და ამ ბრძოლაში ყველანი ვერთიანდებით. საჭიროა, ქვეყანა ამოვიყვანოთ იმ ჭაობიდან, სადაც მოქმედი ხელისუფლება ითრევს“,- ამ სიტყვებით წარსდგა აბაშის ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი. 

„ქართულმა ოცნებამ“ სიტყვა ოცნებას ფასი დაუკარგა, ძარცვავენ სახელმწიფოს, ხაზინის ქურდებით გაივსო ხელისუფლება და ჩვენს ჯიბეში ხელებს აფათურებენ. თუმცა, მათ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ავიწყდებათ, რომ ქართველი ხალხი თავის ღირსებას არასდროს დათმობს და ყოველთვის იქნება თავის სამშობლოს სადარაჯოზე,“- თაზო დათუნაშვილი.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved