• რეკლამა
  • კონტაქტი
09:07, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეიდან მთავრობა ფქვილის სუბსიდირებას აღარ გააგრძელებს – “ეს ყველაზე უპრიანი მომენტია”

ალია ავტორი - ალია
16:29 07-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, დღეიდან, პირველი ივლისიდან ფქვილის სუბსიდირების პროგრამა აღარ გაგრძელდება. მინისტრის თქმით, ახლა სუბსიდირების შესაწყვეტად უპრიანი პერიოდია, რადგან საქართველოში ადგილობრივი ხორბალი შემოდის.

“ჩვენ ხორბლის სუბსიდირება დავამთავრეთ, ასე იყო დაანონსებული, ეს არის ალბათ ყველაზე უპრიანი მომენტი, როდესაც საქართველოში ადგილობრივი ხორბალი შემოდის და ყველაზე ნაკლები წნეხი ფასებზე იქნება ამ პერიოდში, ამიტომ ყველაზე რთული, ზამთრის პერიოდი, როდესაც ქვეყანაში გვესმის, რომ სასურსათო, ადგილობრივი, სეზონური პროდუქტების ნაკლებობაა და ამ დროს არის მეტი იმპორტირებული პროდუქცია, შეიძლება მეტი ყოფილიყო წნეხი იგივე მოსახლეობის სოციალური ფონზე, აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერვენცია, ჩარევა, იყო პასუხისმგებლიანი”, – თქვა ლევან დავითავშვილმა.

მთავრობამ ფქვილის ფასის სუბსიდირება 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, რაც პურზე ფასების ზრდის შეჩერებას 4 თვით ისახავდა მიზნად და პროგრამისთვის 10 მლნ ლარამდე იყო გათვალისწინებული. სუბსიდირების შეწყვეტა, სავარაუდოდ, პურის ფასის ზრდას გამოიწვევს.

პროგრამის ფარგლებში წისქვილ-კომბინატებს პურის საცხობი საწარმოებისთვის 1 [50 კილოგრამიანი] ტომარა ხორბლის ფქვილის გაყიდვა მაქსიმუმ 53 ლარად შეეძლოთ. ყოველ ტომარაში სუბსიდიის თანხა, თავდაპირველად, 10 ლარი იყო, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდასთან ერთად, სუბსიდიის თანხა ჯერ 15 ლარამდე, ხოლო შემდეგ 20 ლარამდე გაიზარდა და პროგრამა კიდევ 3 თვით, ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდა. საერთო ჯამში, პროგრამის ფარგლებში 16 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

თეგები: პური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved