• რეკლამა
  • კონტაქტი
16:23, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დღეიდან გამომცემლობა “ინტელექტი” და “არტანუჯში” აღარ ვმუშაობ… სამსახურიდან გამათავისუფლეს“ – რას წერს მარიკა ბაკურაძე

ალია ავტორი - ალია
17:33 03-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,189

„იმედის“ ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს:

„!! სააგენტოებს და ფბ-გვერდებს ვთხოვ, თუ ამ ინფორმაციას თქვენს კედელზე გაიტანთ, არ დაამახინჯოთ ტექსტი და რაც მთავარია – არ დაწეროთ გაუგონარი, ორაზროვანი, დამაბნეველი და “ლაიქების” მომტანი სათაური !!
ამბავი ასეთია – დღეიდან გამომცემლობა “ინტელექტი” და “არტანუჯში” აღარ ვმუშაობ. სამსახურიდან გამათავისუფლეს ?
ზუსტად ასე, მოკლედ და სწრაფად, როგორც ამ ტექსტს ვკითხულობთ ახლა ?
მიმდინარე დღეების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვეულ რეჟიმში, ახალი წიგნების ტელე-გაშუქებას ვათანხმებდი სხვადასხვა გადაცემებთან და მოულოდნელად, ღამის 11-ის ნახევარზე, ვითსაფში მესიჯი მომწერეს, ჩვენი თანამშრომლობა მთავრდება, დიდი მადლობა, ნახვამდისო ?
15 წლიანი თანამშრომლობა ერთი მესიჯით დასრულდა.
პასუხისმგებელი კომპანია და სწორი მენეჯმენტი რომ შეხვედრას, პატივისცემას, თანამშრომელთან უკმაყოფილების მიზეზებზე საუბარს და თუნდაც გაფრთხილებას ნიშნავს, ეს ხომ ყველამ ვიცით. მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რომ შეხვედრას და საუბარს თვალის გასწორება ჭირდება ? ეს კი ადვილი არ არის ? მით უფრო მაშინ, როდესაც უსმართლო გადაწყვეტილებას იღებ..
ჩემი გათავისუფლების ძირითად მიზეზს ყველა ვხვდებით ალბათ. და არ ღირს ჩაღრმავება… რაღაცნაირად მქონდა იმედი, რომ ფეისბუქ სივრცეში არსებული გაუგონარი სიძულვილი ჯერ კიდევ ვირტუალური იყო, მაგრამ ჩემი გათავისუფლების ფაქტმა დამაფიქრა იმაზე, რომ რეალობაშიც გადასულა ეს ყველაფერი, აბა სხვა რას უნდა ნიშნავდეს ეს ქცევა? ადამიანების დევნა და სამსახურიდან გაშვება ხომ ამას მოწმობს?
როგორც ლეგენდარული ბ-ნი ამირანი იტყოდა, რეპრესიებია ? მოგვიწერია ხელი ბოლშევიზმზე და ეგ არის ?
ასე გასრულდა ჩემი 15 წლიანი ურთიერთობა გამომცემლობასთან. იმედია, ჩემს სახელს არ ამოჭრიან იმ წიგნებიდან, სადაც ჩემი მონაწილეობა იკითხება ? ასევე, დავიტოვებ იმედს, რომ ყველა თანამედროვე ავტორი, მწერალი თუ პოეტი, ვისი წარმატების და პოპულარობის გზაზე მე ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი, დაფიქრდება ამ ფაქტზე და სხვანაირად შეხედავს მოვლენებს. ასეთი ადამიანების სია კი საბედნიეროდ ბევრია ? ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა ტელევიზიის პროდიუსერს, ამდენწლიანი გაუჩერებელი, ერთგული მუშაობისთვის. საზ. მაუწყებელი, რუსთავი ორი, ფორმულა, ტვ პირველი, პიკის საათი, ევრონიუსი, იმედი და ა.შ. ძვირფასო ხალხო, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ალალად და სამართლიანად ვმუშაობდით ერთმანეთთან. ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის რა ხარისხით ვასრულებდი სამუშაოს, რომელიც შემაწყვეტინეს ? Eka Ekato Talakhadze Rusudan Kurashvili Iliko Tavberidze Nini Gogoladze nini kintsurashvili Maia Ramishvili Nana Kurashvili Likuna Nozadze Mariamo Janelidze Lika Kintsurashvili Nino Arazashvili @maka tskvediani, Keti Tvalchrelidze Eli Gvinianidze Shorena Tskhovrebashvili Tako Darakhvelidze Sophio Dvalishvili Shorena Kopala Salome Sh + იმედზე, ჩემი გადაცემის პროდიუსერები ყველა ❤
მადლობა თქვენ ♥️
ამაზე მეტად ამ საკითხის გამწვავებას არ ვაპირებ. შემიძლია, მაგრამ მეტს აღარაფერს ვიზამ. იცით რატომ? იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ დრო გავა, ეს გაუგონარი ისტერია გადაივლის და დარჩება დიდზე დიდი სირცხვილი. მე კი არ მინდა ამ სირცხვილის მონაწილე ვიყო.“
თეგები: მარიკა ბაკურაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved