• რეკლამა
  • კონტაქტი
18:12, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღე 5 – შიში და ერთობა” – მარიამ ნოზაძე უკრაინიდან

ალია ავტორი - ალია
05:01 03-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
139
მარიამ ნოზაძე, რომელიც ამჟამად უკრაინაშია, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღე 5. შიში და ერთობა
ყოველ საღამოს ჩემთვის ვიწერ რა მოხდა, რა შეგრძნებები მაქვს ამადა იმ დროს და პატარა ნაწილს ვაზიარებ აქ. არ ვწერ იმაზე თუ რა ვითარებაა, სად რა დაიბომდა, დაზინდა. მაგას ისედაც ხედავთ და კითხულობთ. ყოველ დღე ვიღებ ვიდეოეს სადაც ვამხნევებ ჩემ თავს, დედას. მაქვს ფოტოალბომი, რომელიც ყოველ დღე ივსება ახალი კადრებით. სიმართლე ვთქვა მეეჭვება დავათვალიერებ ხოლმე თუ არა მაგას ან დავდებ, მაგრამ ჩემი ცხორების (იმედია პატარა მომენტს) დოკუმენტირებას ვიკეთებ ასე ვთქვათ.
შიში: გაღვიძებიდანვე (და აქ უნდა ვთქვა, რომ მეძინა ცოტა და ვარ ბედნიერი მაგით) მქონდა უკიდეგანო სიმშვიდის და ბედნიერების შეგრძნება. კარგახანი გამომყვა. 08:00 დამთავრდა დღენახევრიანი კომენდანტის საათი. ეგ ნიშნავდა იმას რომ თუ საფრთხე არ იქნებოდა შევძლებდით სახლში მოხვედრას. როგორც კი მაგის შანსი მოგვეცა გავედით გარეთ და წავედით მაღაზიაში (არც კი გავჩერდით კილომეტრიან რიგში). გავიქეცით სახლში და სადღაც ნახევარი საათი ვიყავით. სახლის სიმყუდროვის სუნი სულ სხვაა. მოგვიწია მალევე დაბრუნება. ისევ ნაცნობი და დაუვიწყარი სირენა, აფეთქების ხმა და საცავში დაბრუნება. ის ხალისი და გაწყობა წამში გაქრა. იყო ბევრი მომენტი რომლის დროსაც შიში დაეუფლა ჩემ გონებას. მაგ დროს მთავარია მობილიზაცია მოახდინო საკუთარი აზრების და ცივი გონებით იყო. ეგ უკვე ნასწავლი მაქვს (ან რომ მეუბნებია “ნუ გეშინია, მარო)”. ეხლა გულში სიმშვიდეა.
ერთობა: გუშინ მოხერხდა და ჰუმანიტარული დახმარება მოიტანეს ბავშვებისთვის ( წინა დღის პოსტიდან უკვე იცით რომ საკმაოდ ბევრი გყვავს). ხილი და ეგეთი რამეები იყო. რამოდენიმე მოხალისე წავედით და მაგის დამუშავება დავიწყეთ და იმდენად დალაგებული პროცესები იყო გარეცხვიდან ბავშვებისთვის დარიგებამდე, თითქოს უკვე დიდი ხანია ერთად ვართ და უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთი. უკგე ვგეგმავთ ამ დღეებში რა გავაკეთოთ საინტერესო რომ დიდებიც გავართოდ და ბავშვებიც ( არ ვიცი რომელი უფრო მარტივია ასეთ დროს). მაგრამ მიხარია რომ ყველა გახსნილია მსგავსი რამეებისთვის. მეც ჩემ მოუსვენარ ჭიას ვახარებ)
დასკვნა: ცივი გონება ჩვენი არსობისა და საკუთარი ჭიის გახარება გადაარჩენს დედამიწას.
დღესაც ტრადიციული ფოტო ჩვენი სამეულის და მეგობართან გაგზავნილი სელფი უკრაინის დროშის ფონზე.
პ.ს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას გამხნევებისთვის, ყველაფერს ვკითხულობთ და არ გეწყინოთ რომ ვერ გიბრუნებთ პასუხს.
კიდევ და კიდევ მადლობა ყველას ვინც იბრძვის, ვინც უძლებს და ვინც გვაძლიერებს!
Слава Україні”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved