• რეკლამა
  • კონტაქტი
08:24, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“- ცესკო მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ალია ავტორი - ალია
14:28 06-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის მთავარ თემაა – „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“.

საერთაშორისო კონფერენცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ.

ორი დღის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა – დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესებზე; დეზინფორმაცია, როგორც პოლიტიკის გამოწვევა: მექანიზმები, გამომწვევი ფაქტორები და გავლენა; ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური ქსელების როლი საარჩევნო პროცესებში: შესაძლებლობები და რისკები; ინფორმაციისა და განათლების როლი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა კონფერენციის გახსნისას აღნიშნა, საერთაშორისო კონფერენციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო პროფესიული ქსელის ჩამოყალიბებაში, რომელიც ეფუძნება ურთიერთნდობას, თანამშრომლობასა და საერთო პასუხისმგებლობას დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საქმეში.

“ცენტრალური საარჩევნო კომისია ტრადიციულად, მეცამეტედ, მასპინძლობს საარჩევნო ადმინისტრაციების საერთაშორისო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც გამართული დისკუსიები, პროფესიული გამოცდილების გაცვლა და სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის განხილვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერებაში, ისე ინფორმაციული მდგრადობისა და დემოკრატიული პროცესების დაცვის მიმართულებით. წელს ჩვენი შეხვედრის მთავარ თემად შევარჩიეთ „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“. ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ინფორმაციის შექმნის, გავრცელებისა და მიღების პროცესები. ერთი მხრივ, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელები ქმნის ახალ შესაძლებლობებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად, ხოლო მეორე მხრივ, ზრდის დეზინფორმაციის, მანიპულაციისა და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების რისკებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივად იმსჯელონ აღნიშნულ გამოწვევებზე და შეიმუშაონ ეფექტიანი მიდგომები ინფორმაციული სანდოობისა და დემოკრატიული პროცესების დასაცავად“, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ კონფერენციის გახსნისას.

კონფერენცია 17-18 ივნისს იმართება და მასში 23 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას (A-WEB, Smartmatic). კონფერენციას ასევე ესწრებიან საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, სახელმწიფო სტრუქტურების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved