“ქართული ოცნების” დეპუტატი, ლადო კახაძე სოციალურ ქსელში საკუთარ ლექსს აქვეყნებს:
დარჩი სახლში
დამიჯერე, დარჩი სახლში,
გადარჩენა შენს ხელშია,
ჭორი დაძრწის დაღლილ ხალხში,
ჯერ სიავეს ისევ შია.
სხვის ჯინაზე ნუ დიდგულობ,
ნუ უარყოფ ბედისწერას,
ის ომობს და ის სულდგმულობს,
ვინც პირჯვარი გადიწერა.
დამიჯერე, სახლში დარჩი,
დაელოდე მერმისს მზიანს,
გახსოვდეს რომ სხვისთვის გაჩნდი,
ნუ მოუტან შენს თავს ზიანს.
გჯეროდეს რომ ერთად ვიბრვით,
მე შენთვის და შენ კი ჩემთვის,
ეს ცხოვრება მდინარეა,
ცით იწყება და ზღვას ერთვის . . .”
კომენტარები