• რეკლამა
  • კონტაქტი
09:31, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დეპოლარიზაციაზე გველაპარაკებით და ცეცხლზე ნავთს ნუ დაასხამთ!” – მძინარაშვილი

ალია ავტორი - ალია
04:13 07-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
927

ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი:

 

“ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობას ახსოვდეს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი. სწორედ რუსეთი ცდილობდა თქვენი ენის გაქრობას. რუსეთი ანგრევდა თქვენს ეკლესიებს და ცხოველების სადგომებად იყენებდა.” (კელი დეგნანი).

ვახ, რა დღეში ვართ?!
დავიწყების საშუალებასაც არ გვაძლევენ!
ძლივს დაგვავიწყდა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი და უცბად გაგვახსენა ქალბატონმა ელჩმა.

ძლივს დაგვავიწყდა, რომ რუსეთი ცდილობდა ჩვენი ენის გაქრობას და აგერ, ელჩმა არ შეგვახსენა?!

აბა, ვის გახსოვდათ, რომ “რუსეთი ანგრევდა თქვენს ეკლესიებს და ცხოველების სადგომებად იყენებდა”?!

არავის! აღარავის!
მერედა, რატომ?! რატომ დაივიწყეთ?!
არ გრცხვენიათ?!

მაგრამ ჩვენ, ამერიკელები არ მოგცემთ დავიწყების საშუალებას! არავითარ შემთხვევაში!

ახლა კი სერიოზულად:

ქალბატონო ელჩო, თქვენ სერიოზულად ფიქრობთ, რომ ჩვენ ამის შეხსენება გვჭირდება?!

თქვენ სერიოზულად ფიქრობთ, რომ ჩვენზე მეტად გტკივათ ჩვენი სამშობლოს ოკუპირებული 20 პროცენტი?!

თქვენ სერიოზულად ფიქრობთ, რომ რუსეთი მთელი 200 წლის განმავლობაში რას აკეთებდა ჩვენი ენის წინააღმდეგ, ჩვენზე კარგად იცით და თქვენგან შეხსენება გვჭირდება?!

თქვენ სერიოზულად ფიქრობთ, რომ თქვენგან შეხსენება გვჭირდება, რუსეთი როგორ ანგრევდა ჩვენს ეკლესიებს და, რაც დანგრევას გადაურჩა, როგორ იყენებდა ცხოველების სადგომად, აბანოდ და საწყობად?!

ქალბატონო ელჩო, თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ხართ და მეტი პატივისცემა გმართებთ მასპინძელი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ!

ჩვენ თქვენგან შეხსენება არ გვჭირდება, როგორ მტრობდა და მტრობს რუსეთი საქართველოს!

ჩვენ ეს ყველაფერი ზეპირად ვიცით!
ესეც და კიდევ ბევრი სხვაც ვიცით!

ამიტომ ვიბრძოდით რუსეთისგან თავის დასახნელად!
ამიტომ ვიბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის!

ამ ბოლო სიტყვას საგანგებოდ მიაქციეთ ყურადღება!

ჩვენ არ გვიბრძოლია რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის სასარგებლოდ!

ჩვენ საქართველოსთვის ვიბრძოდით!

ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ საქართველოში ცეკას მეორე მდივანი ამერიკის ელჩს ჩაენაცვლებინა!

ეს არ ყოფილა ქართველთა სურვილი და ოცნება!

არ მიზანი ყოფილა!

დღეს კი ჩვენი სამშობლო იქცა სამიზნედ – იქიდან და აქედან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან!

ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი სამშობლო კვლავაც საომარ ლელოდ იქცეს!

ეს უკვე იყო! და აღარ გვინდა!

თქვენ კი, ქალბატონო ელჩო, დეპოლარიზაციაზე გველაპარაკებით და, იმავდროულად, ცეცხლზე ნავთს ნუ დაასხამთ!

ძალიან მეეჭვება, რომ ამ ცეცხლზე გათბეთ, რადგან პირველი სწორედ შეერთებული შტატების საელჩო წავიდა კიევთან მიახლოებული საფრთხის გაჩენისთანავე! საერთოდ წავიდა ქვეყნიდან!

დღეს რუსეთი ბომბავს და ანადგურებს უკრაინის ქალაქებს და სოფლებს, მშვიდობიან მოსახლეობას!

დღეს მსხვერპლი უკრაინელი ხალხია!
და არ გვინდა, რომ ხვალ ჩვენ ვიყოთ – ქართველები! გუშინ ვიყავით!

რადგან ჩვენ ჩვენი სამშობლო და ხალხი გვადარდებს!
თქვენ კი ნებისმიერ შემთხვევაში კარგად იქნებით!

კარგად იყავით!”

თეგები: ბონდო მძინარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved