• რეკლამა
  • კონტაქტი
19:15, ორშაბათი, 27 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დენდროპარკი არ გვაჩუქაო, დაირაზმა მთელი ნაცმოძრაობა… ესაა უთავმოყვარეობა პლუს უტიფრობა“ – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
14:50 06-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
877

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

“დენდროპარკი არ გვაჩუქაო, დაირაზმა მთელი ნაცმოძრაობა. ესაა უთავმოყვარეობა პლუს უტიფრობა. ერთი მხრივ წლებია დასანქცირებას ითხოვენ, სიძულვილის და ზიზღის კორიანტელს აყენებენ, მეორე მხრივ ხან პრეტენზია აქვთ დენდროპარკი რატომ არ გვაჩუქეო, ხან საკონცერტო დარბაზი რატომ გვაჩუქეო? ციცინათელა როცა აჩუქა სახელმწიფოს სააკაშვილის დროს, გაუყიდეს და გამოსყიდვა და ხელახლა ჩუქება მოუწია. სკოლების რეაბილიტაციაზე მიცემული 80 მილიონი შეუჭამა სააკაშვილის მთავრობამ და ახლიდან მოუწია დაფინანსება, მერე რომ ტრაბახობდნენ, სკოლები გავარემონტეთო. პატრულის აღჭურვა და რეფორმა, ჯარის აღჭურვა და რეფორმა, სახელმწიფო მოხელეების ხელფასების დაფინანსება წლების მანძილზე, რის გარეშეც ვერაფერს გააკეთებდა სააკაშვილი, რითაც დღემდე ტრაბახობს და რა მოთვლის ყველაფერს?!

წლების წინ ითქვა, რომ ძვირია დენდროლოგიური პარკის შენახვა და ჩვენს თავზე ვიღებთ მის შენახვასო. ერთი ფლამინგოს შენახვა თვეში 1000 დოლარზე მეტი ჯდება. ან რატომ უნდა აჩუქოს სახელმწიფოს, მისი ქონებაა?! ყველაფერი ნაყიდი აქვს, რასაც იქ ხედავთ ორმაგ ფასად. პლუს სათითაო კვადრატულ სანტიმეტრს ელოლიავებიან წლებია. წლებია საქართველოს მთელი მოსახლეობა და ტურისტები, მათ შორის პოლიტიკური სისტემის წურბელები და სიძულვილის მთესველები, უფასოდ დადიან და ტკბებიან ამ პარკით.

ამერიკაში ან სხვა ქვეყნებში რომ დადიხართ ატრაქციონებზე, ვისი ქონებაა? პოლიტიკურად ვერ მოუგეთ, მოგწყვიტათ ძალაუფლებას, სახელმწიფო ხაზინას და აღარ იცით რა ქნათ. ოცნებასთან პოლიტიკური ბრძოლის შნო არ გაქვთ და ბიძინა ივანიშვილის ქველმოედებას ებრძვით. კეზერაშვილმა ტელევიზიის 25% ხომ აჩუქა ჟურნალისტებს?! იქნებ საქართველოს უნივერსიტეტი დაუბრუნოთ საქართველოს? უნდა გავაგრძელო “ქართუს” ქველმოქმედების გამოქვეყნება, თორემ შევწყვიტე შუა გზაზე და დარჩეს დაზუსტებული ციფრები სოციალურ ქსელს. მოკლედ, უთავმოყვარეობაა ადამიანს ლანძღავდე, ფინანსურ შეზღუდვას ითხოვდე და თან ფულს სთხოვდე“

„საკუთარი ქვეყნისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს სირცხვილია“ – ირაკლი კობახიძე

თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

13:50 07-27-2026
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved