• რეკლამა
  • კონტაქტი
12:52, სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დენდროლოგიური პარკის დათვალიერება უფასო იქნება – “უფასო წალკოტი გვაჩუქეს ივანიშვილებმა”

ალია ავტორი - ალია
16:19 07-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“დღეიდან საქართველოს ახალი უფასო წალკოტი აქვს. მორიგი საჩუქარი ივანიშვილების ოჯახისგან.

ეს ის დენდროლოგიური პარკია, რომელიც ბოროტი ნაცოპოზიციისა და მათი მარიონეტი მედიის განცხადებით, “ივანიშვილის კერძო, შემოღობილ ეზოში” უნდა ყოფილიყო და რომლის გამოც ქვეყანა “დაინგრა და გადახმა”.

საბოლოოდ კი, ნაცოპოზიციის დახატული აპოკალიპტური სურათის ნაცვლად, დღეს ხალხმა ეს უნიკალური და ულამაზესი დენდროპარკი იხილა. (ბადრი ვადაჭკორიას ფოტოებიც).

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი ათწლეულებია საქართველოში მრავალი მიმართულებით ახორციელებს ქველმოქმედებას და ის არა მხოლოდ მილიარდებს ხარჯავს (3 მლრდ დოლარი) საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის, არამედ ამ დიდი ქველმოქმედებით ქმნის უნიკალურ ინფრასტრუქტურას ქვეყანაში, რომელიც თაობებს დარჩება.შეკვეთილის უფასო დენდროლოგიური პარკი საქართველოს კიდევ ერთი ლამაზი სავიზიტო ბარათი ხდება.

ინფორმაციისთვის:

• 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს.

• დენდროპარკი პირობითად ორ ნაწილად იყოფა: 18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოში მოძიებული ხეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდანაა გადმორგული. კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება;

• დანარჩენ 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი.

• ასევე, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. ამ სახეობათა უმრავლესობა გადაშენების პირასაა. მთელ რიგ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეს ფრინველები წითელი წიგნის ნუსხაში ჰყავთ შეყვანილი.

თეგები: გია აბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს სილქნეტის აბონენტი!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს სილქნეტის აბონენტი!

12:19 10-06-2026
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
ახალი ამბები

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა

16:05 10-05-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

13:49 10-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved