• რეკლამა
  • კონტაქტი
15:48, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დემონსტრაციები უნდა იყოს მშვიდობიანი, მარტის აქციები მშვიდობიანი იყო” – ევროკავშირის ელჩის შეხვედრა ლევან ხაბეიშვილთან

ალია ავტორი - ალია
20:00 03-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
519

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი დღეს, ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს შეხვდა. დიპლომატი პარტიის ოფისში იმყოფებოდა.

 

“მე ახლა მქონდა შეხვედრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესთან. ჩვენ ერთმანეთთან კავშირს ვინარჩუნებთ და გავცვალეთ აზრები მიმდინარე პოლიტიკური ვითარების თაობაზე, ისევე როგორც საქართველოს მისწრაფებაზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მე მოვუწოდე ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას საქართველოში, რომ შეასრულოს კონსტრუქციული როლი მიმდინარე დისკუსიებში 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ, რათა გაიზარდოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები წლის ბოლოს.

ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და საქართველოს მასში გაწევრიანების მხარდაჭერის მობილიზება. ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ამას, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ არის, მიმდინარეობს 12 პრიორიტეტზე მუშაობა და მნიშვნელოვანია, რომ ბოლო თვეებში გაორმაგდეს ძალისხმევა, რათა ეს პრიორიტეტები შესრულდეს. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა ინკლუზიურობა და ღიაობა, ხოლო ოპოზიციის მხრიდან საჭიროა ჩართულობა.

დემოკრატიულ ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დემონსტრაციები უნდა იყოს მშვიდობიანი. მე რამდენადაც ვიცი, მარტის აქციები დიდწილად მშვიდობიანი იყო და ისიც ვიცი, რომ სახალხო დამცველი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევებზეც საუბრობს.” განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩმა.

ევროკავშირის ელჩი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სამი კვირის წინაც იმყოფებოდა.

„ევროკავშირის ელჩს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ვუმასპინძლეთ. ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა და შეიცვალა, მათ შორის „რუსულ კანონთან“ მიმართებაში, რაც „რუსულმა ოცნებამ“ შემოიტანა და სახალხო პროტესტის შემდეგ ხალხმა დააღეჭვინა ეს კანონპროექტი. ამასობაში, დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბატონი ელჩის ინიციატივით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გაიმართა. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, 12 პუნქტის შესრულების გეგმაზე, თუ როგორ ხედავს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ამ რეკომენდაციების შესრულების პერსპექტივას და რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და ასევე ვისაუბრეთ პოლიტპატიმრების შესახებ, რომელიც შეეხებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას, როგორც 12 პუნქტიდან ერთ-ერთ პუნქტს და ეს არის დეპოლარიზაცია და წარმოუდგენელია პოლიტპატიმრების გარეშე დეპოლარიზაციის მიღწევა.

ელჩი ღიად, მკაფიოდ მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და წარმოუდგენელია ეს მთავრობამ არ გამოიყენოს, თუ ძალით და მიზანმიმართულად არ ეწევა ევროპული პერსპექტივის საბოტაჟს, რადგან აბსოლუტურად ყველა მოწადინებულია, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, გარდა ბიძინა ივანიშვილისა და „რუსული ოცნებისა“. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თეგები: ევროკავშირილევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)
ახალი ამბები

საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)

13:07 07-03-2025
თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში
ახალი ამბები

თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში

11:04 07-03-2025
თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved