• რეკლამა
  • კონტაქტი
02:45, კვირა, 22 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დემოკრატების პირველი სერიოზული გამარჯვება, ტრამპის არჩევის შემდეგ” – ლევან ყურაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:52 04-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
402
ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
დემოკრატების პირველი სერიოზული გამარჯვება, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ:
ლიბერალმა კანდიდატმა, სიუზან კროუფორდმა დაამარცხა ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერილი კონსერვატორი ბრედ შიმელი, ვისკონსინის უზენაესი სასამართლოს არჩევნებში. რითიც ლიბერალებმა სასამართლოში 4-3-იანი უმრავლესობა შეინარჩუნეს.
ამ არჩევნების მნიშვნელობის გასაგებად ერთი ფაქტიც საკმარისია: ეს იყო ყველაზე ძვირიანი მოსამართლის არჩევნები ამერიკის ისტორიაში.
მთლიან კამპანიაში არც მეტი, არც ნაკლები – $98 მილიონი დაიხარჯა.
ილონ მასკი პირადად იყო კონსერვატორი კანდიდატის მხარდამჭერ კამპანიაში ჩართული.
ის ამბობდა, რომ ეს ცივილიზაციური არჩევანია და ამ კამპანიაში გამარჯვება უმნიშვნელოვანესია.
რამდენიმე დღის წინ, მან პირადად გადასცა ორ ადამიანს 1-1 მილიონ დოლარიანი ჩეკი, რომლებმაც “აქტივისტი მოსამართლეების” წინააღმდეგ პეტიციას მოაწერეს ხელი.
ასევე, ის სთავაზობდა $100-ს ყველას, ვინც კონსერვატორი კანდიდატის მხარდამჭერი ბანერით ფოტოს ატვირთავდა, ხოლო ყველა რეკრუტირებულ ხმაზე, $20-ს იხდიდა.
მიუხედავად ამისა, კროუფორდმა კომფორტული სხვაობით დაამარცხა შიმელი.
აქვე უნდა ითქვას, რომ კროუფორდს დემოკრატიული პარტიის მთელი ელიტა უჭერდა მხარს.
ასევე, სპეციალური არჩევნები ჩატარდა ორ ღრმად რესპუბლიკურ შტატში, ჰაუსის გამოთავისუფლებულ ადგილებზე.
თუ 2024-ში რესპუბლიკელებმა აქ 32-33%-იანი სხვაობებით მოიგეს, ახლა კანდიდატებს შორის სხვაობა 18%-ით შემცირდა და შესაბამისად, 14-15%-ს შეადგენს.
ერთი კვირის წინ, პენსილვანიის სენატის არჩევნების ერთ-ერთ ოლქში გაიმარჯვა დემოკრატმა კანდიდატმა. საინტერესო ეს ამბავი იმითაა, რომ 70 წლის განმავლობაში, რაც ამ ოლქში არჩევნები ტარდება, მხოლოდ ერთ პერიოდში, 1969-78 წლებში ჰქონდათ იქ დემოკრატ კანდიდატებს მოგებული და ახლა, 47 წლის შემდეგ ისევ გაიმარჯვეს.
მოკლედ, ეს უნდა იყოს სერიოზული wake up call როგორც ტრამპის ადმინისტრაციისათვის, ისე მთლიანად რესპუბლიკური პარტიისათვის.
აშკარაა, რომ აშშ-ს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა ახალი ადმინისტრაციის მუშაობით და თუ ასე გაგრძელდა, 2026-ში რესპუბლიკური პარტია ჰაუსისა და სენატის უმრავლესობის დაკარგვის სერიოზული საფრთხის წინაშეა.
პ.ს. დღესვე, ჰაუსში ჩავარდა პროცედურული კანონი, სადაც დემოკრატებთან ერთად, წინააღმდეგ ხმა მისცა 9 რესპუბლიკელმა კონგრესმენმა. შესაბამისად, ჰაუსი ამ კვირაში კანონებს ვეღარ მიიღებს და შვებულებაში გადის.
შეიძლება იყოს რუკა and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „State Supreme Court seat Crawford is projected to win. An estimated 97.6 percent of votes have been counted. Leader Candidate Vote margin Susan Crawford Votes Brad Schimel Pct. 1,282,793 55.1% An estimated 97.6 percent of votes have been counted. 1,044,880 44.9 Green Green.Bay Bay Madison Milwaukee Racine LEAD/WON WON LEAD Crawford Schimel No otes“ გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved