• რეკლამა
  • კონტაქტი
03:08, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დეკანოზი პეტრე კოლხი ამბობს, რომ მას და მის ოჯახს ლიკვიდაციით ემუქრებიან

ალია ავტორი - ალია
22:13 02-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
767

მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური დეკანოზი პეტრე კვარაცხელია “რეაქციაში” ამბობს, რომ მას და მის ოჯახს ლიკვიდაციით ემუქრებიან.

მამა პეტრე ამბობს, რომ მას კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები ემუქრებიან – პარტიის სახელს არ ამბობს, თუმცა მიანიშნებს, რომ “ქრისტეზე მეტად რუსებს ემსახურებიან”. დეკანოზის განმარტებით, პირები, ვინც მას ლიკვიდაციით ემუქრებიან, “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები არ არიან. თუმცა მამა პეტრე აღარ აზუსტებს, არიან თუ არა მუქარის ავტორები “ალტ ინფოს” წარმომადგენლები.

დეკანოზი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ გააქტიურდნენ მას შემდეგ განსაკუთრებით, რაც წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა.

ეკლესიის წიაღში – ვიღაცის მიმოწერები და სქრინები გამომიგზავნეს, ვიღაც ვიღაცას პირობას აძლევდა, რომ ჩემნაირი ეკლესიისთვის და ერისთვის შეუფერებელ სასულიერო პირს განკვეთავდნენ…

ვიდრე ის ამბავი გასკდებოდა, ვიღაცების მიმოწერები ერთმანეთთან და ამას დაემატებოდა მატრონა მოსკოველის ხატის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სასულიერო პირს, რომელიც დაახლოებულია საპატრიარქოსთან, ვუთხარი, მამაო, რატომ ხდება ასე, რატომ საუბრობენ ზურგს უკან ასე, მათი ქმედებები რამდენად მოსაწონია, როდესაც ის ფაქტის წინაშე დავაყენე, ჯერ ეს ამბები არ იყო მომხდარი მატრონა მოსკოველის ხატის გარშემო და შემდგომი პერიოდებიც, ის დაპირისპირები, რაც მოხდა კონკრეტულ სასულიერო პირთან ერისკაცების მხრიდან, როდესაც ეს დაპირისპირებები მოხდა, მე ეს ყველაფერი ნათქვამი მქონდა ერთი კვირით ადრე, დამირეკა და მითხრა, ეს ამბები რომ ატყდა, პირველი, ვინც გამახსენდა, შენი საუბრები იყო.

ვერ გეტყვით, რომ მატრონა მოსკოველის ხატი მამა პეტრეს უკავშირდება, მაგრამ მატრონა მოსკოველის ხატმა ბევრი რამ გამოავლინა, გამოავლინა იმ ადამიანების პირადი მიმოწერები ერთ-ერთ სასულიერო პირთან, რომლებიც მე მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით და არ მხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახს – ერთ-ერთი ე.წ. პოლიტიკური ბლოკის თუ პარტიის მიმდევრები,არ მინდა დასახელება და გარკვეულწილად ჩემი ეს დაბარება, პირიქით, მე მეუფე შიოს გულწრფელი მადლობა გადავუხადე, რომელმაც მე ტაძარი გამომიყო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მე გულისტკივილები არ მქონდა. ეს ე.წ. სქრინები რომ გამომიგზავნეს და წავიკითხე, ძალიან გული მეტკინა, იმიტომ, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ეკლესიას მტრობს, ვიცი, ვინც არიან ეკლესიის მტრები,” – ამბობს მამა პეტრე.

თეგები: პეტრე კოლხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved