ტვ პირველი აქვეყნებს პატიმრის, ნოდარ კიკნაძის ინტერვიუს. იგი სასჯელს რუსთავის მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდიდა, ამჟამად კი მსჯავრდებული გლდანის ციხეშია მოთავსებული.
მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ ციხის თანამშრომლები უწყობენ ფსიქოლოგიურ ტერორს, აწამებენ და ცემდნენ მათ შორის, მისი მტკიცებით, დირექტორის, შოთა ტრაპაიძის კაბინეტში.
“სანამ დეესკალაციაში შეხვალ, არსებობს ოთახი და იქაც გვცემდნენ – კამერებს კი ეფარებოდნენ. წამების ერთ-ერთი მეთოდი დეესკალაციის ოთახში ტემპერატურის მინიმუმამდე დაყვანა იყო”- ამბობს კიკნაძე. ამისი მტკიცებით, ციხეში მიღებული დაზიანებების გამო 3 თვე “ვივამედშიც” კი იწვა.
“მე რომ გადამიყვანეს, აქედან გადამიყვანეს გლდანიდან, მაშინ დავალება ჰქონდათ, რაღაცეებს ვდავობდი ჩემს საქმესთან დაკავშირებით და “სარჩელი გამოიტანე, ის გამოიტანე და მერე ეს ყველაფერი ერთმანეთს აჰყვა და შოთამ [ტრაპაიძემ] გააგრძელა მერე. [ძალადობა] ერთხელ მოხდა თავის კაბინეტში, ამიყვანეს თანამშრომლებმა, დანარჩენი დავალებით, ალბათ ავალებდა ესეც.
კი, [ამოვიცნობ ციხის მოძალადე თანამშრომლებს], დეესკალაციაში ჩავყავდით, იქ კიდე საშინელებაა. შეუარაცხყოფები. შუა ზამთარში კანკალი გაგვიდიოდა. სანამ დეესკალაციაში შეხვალ, არსებობს ოთახი და იქაც გვცემდნენ – კამერებს კი ეფარებოდნენ”- აცხადებს პატიმარი.
წყარო – ტვ პირველი











კომენტარები