• რეკლამა
  • კონტაქტი
17:54, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დედა-შვილების ერთად დასაფლავებაც ვერ მოხერხდა, სასაფლაო გადავსებულია ახალი მიცვალებულებით, იძულებული გახდნენ, დედის საფლავი შვილებისგან მოშორებით გაეჭრათ…” – მარი ჩიტაია

ალია ავტორი - ალია
16:03 08-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ჟურნალისტი მარი ჩიტაია სოციალურ ქსელში წერს:

„დედაც წავიდა!..

სულ ცოტა ხნის წინ ვწერდი: ,,როცა დედა თვალსა გაახელს, შვილებს მოიკითხავს”!..

არ მოხდა ასე! დათოს და ზურას შეუერთდა მარადისობაში. სიტყვები უძლურია, ემოციებისგან დავიცალეთ ყველა, ვინც ბოლო 3 კვირის განმავლობაში ამ სტრესს გავდივართ – კოვიდთან ბრძოლის, სიკვდილ-სიცოცხლის სტრესს! დაიმსხვრა ლამაზი ოჯახი თავისი ბიოგრაფიით, რომელიც შეიძლება გარედან ჩვეულებრივი ჩანს, მაგრამ შიგნით, ახლობელთა და ოჯახის წევრებისთვის ბედნიერებას ასხივებდა: ზურა და დათო, უმამოდ გაზრდილები, მაგრამ საოცრად კარგი დედის ასევე გამორჩეული შვილები!

ზურა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული იყო, ნიჭიერი, ღრმა და სუფთა, კარგი ძმა და მეგობარი, ყველას გვერდში მდგომი, როგორსაც ისურვებდით მეგობრად, ნათესავად ან უბრალოდ, ნაცნობად! ასეთივე იყო დათოც, ზუსტად ასეთი – ერთგული და უღალატო ბიჭი…

მადლობა თქვენ ამ სიკარგისთვის, დაგვიანებული მადლობა! ერთმანეთი გაიტანეს ცხოვრებაში და სიკვდილშიც კი!.. კარგი ქართველები დავკარგეთ! დედა-შვილების ერთად დასაფლავებაც ვერ მოხერხდა, სასაფლაო გადავსებულია ახალი მიცვალებულებით, ამიტომ ახლობლები იძულებული გახდნენ, დედის საფლავი შვილებისგან მოშორებით გაეჭრათ! კიდევ ერთი სტრესი! ამ ტრაგედიის მიღმა არის უფროსი ძმა სოსო, საყრდენგამოცლილი და მხრებჩამოყრილი – მოულოდნელად დედის და ძმების გარეშე დარჩენილი.

არყოფნამ გამყრელიძეების ოჯახში დიდი შავი წერტილი დასვა, სახელად ,,კოვიდი”! ასეთ ფონზე აზრს კარგავს მოწოდება, რომ ავიცრათ, ეს უკვე ვალდებულებაა, რომლის შეუსრულებლობით შეიძლება გავწიროთ თავი, ოჯახის წევრი, მეგობარი, ნაცნობი და შესაძლოა, სრულიად უცნობი ადამიანიც კი! არ ვიცით, ვის რა ბრძოლა გველის გადარჩენისთვის, ვის გაუმართლებს, ვის – ვეღარ!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები  გრძელდება
ახალი ამბები

პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება

13:51 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved