• რეკლამა
  • კონტაქტი
06:24, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დავუშვათ გაათავისუფლეს გვარამიაც და სააკაშვილიც, გახდება ეს კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობა?” – ანჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
18:40 11-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
443

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე:

“როგორც უკვე აღვნიშნე, გროვდება იმის ნიშნები, რომ ევროკავშირი არ აპირებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვიდრე აქ მისთვის სასურველ ხელისუფლებას არ ნახავს.
ამის კიდევ ერთი დასტურია ევროპარლამენტის ფრაქცია – პარტია „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) გუშინ გავრცელებული განცხადება, სადაც ისინი ულტიმატიური ფორმით მოითხოვენ ხელისუფლებისგან და მმართველი პარტიისგან 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას, და ღია ტექსტით აცხადებენ, რომ“ეს არის გზა ევროკავშირის კანდიდატობისკენ.“ ეს მაშინ როდესაც კარგად იციან რომ „ქართული ოცნება“ გავიდა ამ შეთანხმებიდან.
ისინი ასევე ულტიმატიური ფორმით ითხოვენ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და მას ფაქტიურად პოლიტპატიმრის სტატუსს ანიჭებენ. ეს განცხადება არის ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის 8 ნოემბრის რეზოლუციის გაგრძელება. ტექსტს აშკარად ეტყობა ქართული კვალი და ხელწერაც. როგორც ჩანს არ უნდათ რომ მუხტი ჩაქრეს.
დავუშვათ და საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლა გვარამიაც და ზედ სააკაშვილიც მიაყოლა. გახდება ეს კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობა? რა თქმა უნდა არა. იმიტომ, რომ ქვეყანას, რომელსაც პოლიტპატიმრები ჰყავდა, არაფერი ესაქმება ევროკავშირში და მან ხანგრძლივი გამოსაცდელი პერიოდი უნდა გაიაროს “გამოსასწორებლად”.
სად არის გარანტია, რომ ხვალ პატიმრობაში მყოფი სხვა ოდიოზური ფიგურა არ შერაცხონ პოლიტიკური მართლმსაჯულების მორიგ მსხვერპლად, მერე კიდევ სხვა და ა.შ.
მოკლედ, არც სიტუაციის დრამატიზებას ვაპირებ და არც მის გამარტივებას. ასეთია მოცემულობა ევროკავშირთან მიმართებაში და რა უნდა გავაკეთოთ ამ რეალობაში ამაზე ხალხმა, საზოგადოებამ და ელიტებმა იმსჯელონ.”
თეგები: ზაალ ანჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

14:00 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა

13:23 10-07-2026
ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved