• რეკლამა
  • კონტაქტი
07:21, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანიამ მელიორაციის სექტორში ახალი რეგულაციების შესახებ ისაუბრა

ალია ავტორი - ალია
13:03 07-17-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის მიერ დამტკიცებული „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ შესახებ ისაუბრა და ის ახალი რეგულაციები განმარტა, რომელიც მელიორაციის სექტორში წყლის მიწოდების რეჟიმებს შეეხება.

„„საირიგაციო წყლის მიწოდების წესები“ ემსახურება საირიგაციო წყლის გამჭვირვალე და სამართლიან განაწილებას, წყალმომარაგების სწორ მოლოდინის შექმნასა და წყლის მიზნობრივ და რაციონალურ ხარჯვას. ამ მიზნით წესებში გამოყენებულია სხვადასხვა რეგულირების მექანიზმები რაც უზრუნველყოფს ამ ახალი რეგულაციის ეფექტურად დანერგვას. მიუხედავად იმისა რომ რეგულაციის ამოქმედებიდან მხოლოდ 7 თვე გავიდა, შედეგები ხელშესახებია. პირველად მოხდა „საქართველოს მელიორაციის“ მიერ მიწოდების რეჟიმების გამოქვეყნება რომლის მიხედვითაც გაფორმდა წყალმომარაგების შეთანხმებები, დამტკიცდა წესების მოთხოვნებთან თავსებადი ახალი ხელშეკრულების ფორმები, განისაზღვრა წყლის მოხმარების ნორმები როგორც ფერმერებისთვის ისე ტბორებისთვის. ფერმერებისთვის დადგინდა რწყვის რაოდენობები კულტურების მიხედვით, ასევე განისაზღვრა წყლის მიწოდების წერტილები, რითაც გამოიკვეთა წყლის მომარაგების პასუხისმგებლობის ზღვარი. აღნიშნული მიწოდების წერტილების დაზუსტების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს საირიგაციო სისტემის აღწერა-ინვენტარიზაცია. სემეკი უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს მიწოდების წერტილების მოწყობისა და აღრიცხვიანობის გეგმა-გრაფიკს, სადაც პრიორიტეტულია თევზსაშენი მეურნეობების მიწოდების წერტილების უპირატესად მოწესრიგება წყლის კონტროლისა და აღრიცხვიანობისათვის. ახალი რეგულაცია ერთის მხრივ კრძალავს შეუთანხმებელ და არა რაციონალურ ხარჯვას, ხოლო მეორეს მხრივ ახალისებს მიზნობრივ მოხმარებას სხვადასხვა წახალისების მექანიზმების გამოყენებით“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის გამოწვევას წარმოადგენს წყლის მიწოდების რეჟიმების შესრულებაზე დაკვირვება და თუ ფერმერი ვერ მიიღებს შეთანხმებულ პერიოდში წყალს, მან უნდა მოითხოვოს დეფიციტის რეჟიმის გამოცხადება.

„ დეფიციტის რეჟიმის მოქმედების პერიოდში წყლის არსებული რესურსი მთლიანად იქნება მიმართული ფერმერების (პროფილური მომხმარებლების) მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, და მხოლოდ, მათთვის საჭირო წყლის მიწოდების შემდეგ შესაძლებელი იქნება სხვა კატეგორიის მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდება. ამასთან, მელიორაციის კომპანია ვალდებულია გაითვალისწინოს მიმდინარე წლის წყალმომარაგების შედეგები მომდევნო წლის მიწოდების რეჟიმის შედგენისას, რაც ასევე უზრუნველყოფს საირიგაციო სექტორის წყალმომარაგებაში სწორი მოლოდინის შექმნას,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, სემეკმა შეიმუშავა საინფორმაციო ბროშურა, სადაც დეტალურადაა აღწერილი საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები.

ბროშურა განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://gnerc.org/files/momxmareblebis%20gverdi/Irrigation/For%20farmer.pdf

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved