• რეკლამა
  • კონტაქტი
21:18, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საჯარო დებატების გამარჯვებულები დააჯილდოვა

ალია ავტორი - ალია
14:11 12-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
275

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) ორგანიზებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დებატების პროექტის მონაწილეთა ფინალური შეხვედრა გაიმართა. საჯარო

დებატების საუკეთესო მომხსენებლებს სერტიფიკატები და წამახალისებელი საჩუქრები გადაეცათ. პროექტში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, დებატების კლუბის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ და სიტყვით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის თავმჯდომარე თინათინ ცერცვაძე, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი. განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ დებატების პროექტი წარმოადგენს რიგით მეორე პროექტს, რომელიც ერთობლივად განხორციელდა სემეკის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ. ერთობლივი პროექტები მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით მოსწავლეების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საკითხებზე. დებატების პროექტის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა იმსჯელეს განახლებადი ენერგიების განვითარების პერსპექტივებსა და აუცილებლობაზე, ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე. მათ სემეკის წარმომადგენლების მიერ ჩაუტარდათ ტრენინგები და მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის როგორც მნიშვნელობის, ასევე საქართველოში

ამ კუთხით განხორციელებული პროექტების, მსოფლიო გამოცდილების შესახებ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ქ. ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა ზუგდიდის, ხობის, ჩხოროწყუს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა, სადაც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ წაიკითხა საჯარო ლექცია განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ და უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს. ამავე შეხვედრაზე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის დირექტორმა თინათინ ცერცვაძემ მოსწავლეებთან ერთად პროექტის მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს.

სემეკისა და დებატების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა, მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით

800-ზე მეტმა საჯარო სკოლის მოსწავლემ. პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას, კონსტრუქციული მსჯელობის, არგუმენტაციის უნარის, მასალების მოძიების, ორატორობის, გუნდური მუშაობის, დროის მენეჯმენტის ჩვევების ჩამოყალიბებას.

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved