• რეკლამა
  • კონტაქტი
05:31, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანიამ “ეკონომიკურ ფორუმზე” წყალმომარაგების სექტორის გამოწვევების შესახებ ისაუბრა

ალია ავტორი - ალია
15:06 07-08-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ მეთხუთმეტე დისკუსიაში, რომელიც წყალმომარაგების სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს შეეხებოდა.

სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა წყალმომარაგების სექტორში არსებულ მდგომარეობასა და მარეგულირებელ ნორმებზე.

„სემეკი წყალმომარაგების სექტორს არეგულირებს 2008 წლიდან. ძირითადი მიმართულებებია წყალმომარაგების ლიცენზიების გაცემა/გაუქმება, ტარიფების დადგენა, ინვესტიციების შეთანხმება, დავების განხილვა და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და სხვა. ამჟამად, წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს 8 ლიცენზიატი კომპანია, რომლებიც წყალმომარაგებით უზრუნველყოფენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 69%-ს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს წყალმომარაგების სისტემებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა რამდენიმე მილიარდი ლარი შეადგინა, ამ სექტორში დღესაც საკმაოდ ბევრი გამოწვევაა. მათი გადაჭრა საჭიროებს მასშტაბურ ღონისძიებებსა თუ საინვეტიციო პროექტებს. სემეკი წყალმომარაგების კომპანიებისთვის ყოველწლიურად ამტკიცებს საკვანძო მაჩვენებლების არსებულ დონესა და სამიზნე ნიშნულს. ამ მაჩვენებლებით ფასდება კომპანიების ცალკეული აქტივობები. ჩვენი მიზანია, რომ კომპანიების მიერ გასატარებელი ღონისძიებები და განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები სწორად ემსახურებოდეს საკვანძო მაჩვენებლების არსებული დონის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მან ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების კომპანიების საქმიანობაზე და განაცხადა, რომ სემეკი მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს კომპანიების მიერ საინვესტიციო პროექტების შესრულებას.

„მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, რომელიც მოიცავს როგორც ქალაქების, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებს. მხოლოდ 2023 წელს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ განახორციელა 368 მლნ ლარის ინვესტიცია. 2023 წელს კომისიამ შეითანხმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „ბათუმის წყლის“ 2024-2026 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შემთხვევაში შეადგენს 363 მლნ ლარს, ხოლო შპს „ბათუმის წყლის“ შემთხვევაში 25 მლნ ლარს. საინვესტიციო პროექტები ემსახურება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლებიც აუცილებელია საწარმოების გამართული ფუნქციონირებისთვის. მიმდინარე წელს ქალაქ თბილისსა და ქალაქ რუსთავში უკვე განხორციელდა წყალმომარაგების ქსელის პრობლემური ნაწილის რეაბილიტაცია. შედეგად, სახეზე გვაქვს წყალმომარაგების სისტემაში ავარიების რაოდენობის და დანაკარგების შემცირების ტენდენცია.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციასა და ქსელის გაციფრულებას. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ინვესტორი კომპანია „აქუალია“ არის ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორი საქართველოში, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და არის დარგში ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. მისი მთავარი მიზანია ევროპული სტანდარტების დანერგვა საქართველოში“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

„ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზმა. დისკუსიას მოდერატორობა გაუწია „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved