• რეკლამა
  • კონტაქტი
12:19, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანია: „სემეკის მიზანია ქ. რუსთავში მინიმუმამდე შემცირდეს წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები“

ალია ავტორი - ალია
19:09 03-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
365

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მეგობრობის გამზირისა და გაგარინის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) შეთანხმებული
საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, კომპანია ამ მიზნით ჯამში 5,5 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირები.

დავით ნარმანიას თქმით, სემეკის მიზანია, რომ ქ. რუსთავში მინიმუმამდე შემცირდეს წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები: „სემეკმა გაზრდილი საინვესტიციო გეგმა დაუმტკიცა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ იმისათვის, რომ ქ. რუსთავში არსებული მდგომარეობა სწრაფად მოგვარდეს. დღეს, ადგილზე შევამოწმეთ წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა. ამ ეტაპისთვის, კომპანია დაგეგმილ სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ მონიტორინგს, დავაკვირდებით სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების პროცესს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 1700 მეტრამდე სიგრძის წყალსადენის ქსელი, დამონტაჟდება 15 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყობა 11 საკვანძო ჭა. სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად შესრულდება გაგარინის ქუჩაზე, სადაც განახლდება 1800 მეტრამდე სიგრძის წყალსადენის ქსელი, დამონტაჟდება 17 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყობა 15 საკვანძო ჭა. სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარე კვირას დაიწყო და მისი დასრულება გაგარინის ქაჩაზე მაისში, მეგობრობის გამზირზე კი ივნისშია დაგეგმილი. 2024 წლის განმავლობაში ქ. რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჯამში 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, მეგობრობის გამზირზე და გაგარინის ქუჩაზე ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის საინვესტიციო გეგმის ნაწილია. მასშტაბური სამუშაოების შედეგად, წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება ქალაქ რუსთავის 40 000-ზე მეტ აბონენტს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ
ახალი ამბები

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ

18:27 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved